იურიდიული დეპარტამენტის მომხმარებლის უფლებების დაცვისა და ფინანსური განათლების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 3 520 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
იურიდიული დეპარტამენტის მომხმარებლის უფლებების დაცვისა და ფინანსური განათლების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
ორგანიზაციის შესახებ:
სამსახური, კანონით განსაზღვრული ფუნქციებისა და უფლებამოსილების ფარგლებში, ახორციელებს დაზღვევის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას, უზრუნველყოფს სადაზღვევო ბაზრის ფინანსურ სტაბილურობას, სადაზღვევო ორგანიზაციების ქმედობაუნარიანობისა და გადახდისუნარიანობის ხელშეწყობას.
კატეგორია:
იურიდიული
განცხადების ბოლო ვადა:
30.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
3520 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
3 თვე
ფუნქციები:
მომხმარებელთა განცხადებების განხილვა და პასუხის მომზადება, შესაბამისი ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მიღება;
სამსახურის მიერ მომხარებელთა უფლებების დაცვის მიზნით მზღვეველებისათვის დადგენილი მოთხოვნების დაცვის ზედამხედველობა, შემოწმება;
მზღვეველების მიერ მომხმარებელთა უფლებების დაცვის უზრუნველმყოფი საკანონმდებლო აქტების დარღვევების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება;
მომხმარებელთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციების გაწევა დაინტერესებული პირებისათვის (მომხმარებელი, მზღვეველი, სხვა);
დაზღვევის სფეროში ფინანსური განათლების მიზნით შესაბამისი მასალების მოძიება და მომზადება;
სამმართველოში აკუმულირებული ინფორმაციის მოგროვება და ანალიზი მომავალში განსახორციელებელი ქმედებების, ახალი რეგულაციების დადგენის მიზნით;
კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
2 წელი
პროფესია:
სამართალმცოდნე
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
- საქართველოს კანონი ,,დაზღვევის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“;
- ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
- საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსი“;
- „სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის შექმნისა და მასთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის №102 დადგენილება.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
თბილისი, ლ. მიქელაძის ქ. №3
საკონტაქტო ტელეფონები:
0322234410
დამატებითი მოთხოვნები:
- სასურველია მაგისტრის აკადემიური ხარისხი;
- იურიდიული მიმართულებით არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის, სადაზღვევო ან საფინანსო სფეროში მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
- პრობლემების ანალიზი;
- წერილების, ანგარიშების, შეთავაზებების მომზადება;
- მოლაპარაკებების წარმართვა;
- ეფექტიანი უკუკავშირის მიცემა;
- გარე ან/და შიდა მომხმარებლის მომსახურებაზე ორიენტირებული;
- გადაწყვეტილების მიღების სხვადასხვა მიდგომების გამოყენება;
- განსხვავებულ ამოცანებზე ერთდროულად მუშაობა;
- სამართალტექნიკის უნარი;
- კონსულტირება და ქოუჩინგი;
- სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობა;
დამატებითი ინფორმაცია:
- ღია კონკურსი ცხადდება სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად;
- კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა ატვირთოს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი).
- კონკურსის მეორე ეტაპზე გადასასვლელად კანდიდატის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დოკუმენტები უნდა იყოს უტყუარი, სრულყოფილი და შეესაბამებოდეს ვაკანსიის განაცხადით დადგენილ მოთხოვნებს. დოკუმენტების არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის მეორე ეტაპზე;
- აუცილებელია, კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა;
- აუცილებელია, კანდიდატმა შესაბამის გრაფაში მიუთითოს მინიმუმ ერთი რეკომენდატორის სახელი და გვარი, დაკავებული თანამდებობა, საკონტაქტო ტელეფონი და ელ.ფოსტა;
- მოცემულ კონკურსზე რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება ვაკანსიის განაცხადში მოცემულ ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, მის რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს კონკურსის მიზნებისთვის.
- შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება ტელეფონის ან/და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
- ზეპირი დავალება გულისხმობს ვაკანსიის ტექსტში მითითებული საკანონმდებლო თემატიკის ცოდნას, რომლის ფარგლებშიც კანდიდატს გასაუბრების ეტაპზე მიეცემა სიტუაციური დავალება და შეფასდება ქულათა სისტემის მეშვეობით.
- სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ გვერდს: www.insurance.gov.ge — ბმულის გახსნა
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ქულათა სისტემით, განცხადებების მიღების ვადის ამოწურვიდან მაქსიმუმ 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
