იურიდიული დეპარტამენტის დავებისა და საჩივრების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 2 720 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
იურიდიული დეპარტამენტის დავებისა და საჩივრების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
ორგანიზაციის შესახებ:
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ძირითადი მიზანია სახელმწიფო მომსახურებების განვითარების ხელშეწყობა, მომხმარებელზე ორიენტირებული ახალი და ინოვაციური სერვისების დანერგვა, სამოქალაქო რეესტრის წარმოება და მუდმივი სრულყოფა, ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ადგილობრივი თუ საერთაშორისო პროექტებისა და რეფორმების მხარდაჭერა.
კატეგორია:
იურიდიული
განცხადების ბოლო ვადა:
14.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
2720 ლარი
ადგილების რაოდენობა:
2
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
6 თვე
ფუნქციები:
- სასამართლო დავებზე სააგენტოს წარმომადგენლობა;
- ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა და აღნიშნულთან დაკავშირებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
- წერილობით მოთხოვნაზე რეაგირება, რომლის განხილვაც საჭიროებს სამართლებრივ შეფასებას;
- წერილობით მომართვის საფუძველზე, სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებით სტრუქტურული ერთეულებისთვის სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა;
- მოთხოვნის შემთხვევაში, სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების სამართლებრივი ანალიზი;
- სააგენტოში მიმდინარე სამართლებრივი პროცესების გაუმჯობესების მიზნით წინადადებების და რეკომენდაციების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
- სამმართველოს ამოცანების ფარგლებში მესამე პირებთან ურთიერთობა;
- უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და სათანადო რეაგირება;
- უფლებამოსილების ფარგლებში, ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
2 წელი
პროფესია:
სამართალმცოდნე
საკონკურსო თემატიკა:
- „საქართველოს კონსტიტუცია;
- „საქართველოს შრომის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონი;
- „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი;
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
- საქართველოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
- საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი;
- „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ საქართველოს კანონი;
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“ საქართველოს კანონი;
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის პირველი სექტემბრის №520 დადგენილება;
- „საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის პირველი სექტემბრის №523 დადგენილება;
- „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბერის №2 დადგენილება;
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 25 თებერვლის №501 ბრძანება;
- „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანება;
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2026 წლის 19 ივნისის №1213 ბრძანება;
- „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანება.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. თბილისი, ზვიად გამსახურდიას სანაპირო №1
საკონტაქტო ტელეფონები:
2401010 (3614)
დამატებითი მოთხოვნები:
აუცილებელია:
- 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება იურიდიული მიმართულებით.
სასურველია:
- ინგლისური ენის ცოდნა B1 დონეზე.
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობა;
- ორგანიზებულობა;
- პუნქტუალურობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- აზრის ნათლად გამოხატვის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
წერითი დავალება მოიცავს:
- ტესტირებას სამართლებრივ თემატიკაში.
- იმისათვის, რომ კანდიდატი გადავიდეს გასაუბრების ეტაპზე, მან სამართლებრივი ტესტის მაქსიმალური 40 ქულიდან უნდა მიიღოს 21 ქულა და მეტი.
- აუცილებელია კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადის გაკეთების დროს ატვირთონ და გამოაგზავნონ უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი, წარმოადგინონ სამოტივაციო წერილი, ასევე შესაბამის ველში მიუთითონ მინიმუმ 1 რეკომენდატორის საკონტაქტო მონაცემები;
- შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით;
- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ გვერდს: www.sda.gov.ge;
- კონკურსში მონაწილეობის მსურველებს, გთხოვთ, დარეგისტრირდეთ vacancy.hr.gov.ge-ზე, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გააკეთოთ განაცხადი ვაკანსიაზე.
მოცემულ კონკურსზე რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება ვაკანსიის განაცხადში მოცემულ ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, მის რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს კონკურსის მიზნებისთვის იუსტიციის სამინისტროს სისტემის მასშტაბით.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან 3 თვის განმავლობაში;
კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ქულათა სისტემით.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
