კომპანია
მომსახურებაიტალიური სამზარეულოს შეფ-მზარეული
გამოქვეყნდა 26 ოქტბოლო ვადა: 26 ნოე
- ანაზღაურება
- 4 000 ₾ / თვე
- მისამართი
- თბილისი, საბურთალო, ლისის მიმდებარე ტერიტორია
- სამუშაო გრაფიკი
- კვირაში 5 სამუშაო დღე და 2 დასვენების დღე
სრული აღწერა
კომპანია აცხადებს ვაკანსიას იტალიური სამზარეულოს შეფ-მზარეულის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- მენიუს შემუშავება და განახლება ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობით;
- ნეაპოლიტანური პიცის ცომის რეცეპტურისა და მომზადების პროცესის ჩამოყალიბება — მოზელა, ფერმენტაცია, შენახვა და ცხობა;
- კერძების რეცეპტურების, ტექნოლოგიური ბარათების, გრამაჟებისა და მომზადების სტანდარტების შემუშავება;
- კერძების თვითღირებულების დათვლა და ფასების განსაზღვრაში მონაწილეობა;
- პროდუქტების შერჩევა, ხარისხის შეფასება და მომწოდებლების შერჩევაში მონაწილეობა;
- სამზარეულოს აღჭურვილობისა და ინვენტარის საჭიროებების განსაზღვრა;
- სამზარეულოს გუნდის შერჩევაში მონაწილეობა, თანამშრომლების სწავლება და მოვალეობების განაწილება;
- სამზარეულოს ყოველდღიური მუშაობის დაგეგმვა და მართვა, კერძების მომზადებაში უშუალო მონაწილეობა;
- კერძების გემოს, ვიზუალის, პორციებისა და მომზადების დროის კონტროლი;
- მარაგების, შენახვის პირობებისა და პროდუქტის დანაკარგების კონტროლი;
- სანიტარიულ-ჰიგიენური და სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვა.
ძირითადი მოთხოვნები:
- იტალიურ სამზარეულოში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
- ნეაპოლიტანური ტიპის პიცის ცომთან მუშაობისა და ცხობის ტექნოლოგიის საფუძვლიანი ცოდნა;
- პასტის, სოუსებისა და იტალიური სამზარეულოს სხვა ძირითადი კერძების მომზადების ცოდნა;
- შეფ-მზარეულის ან სამზარეულოს ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- მენიუსა და ტექნოლოგიური ბარათების შედგენის, თვითღირებულებისა და მარაგების მართვის ცოდნა;
- გუნდის მართვისა და თანამშრომლების სწავლების უნარი;
- ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ხარისხზე ორიენტირებულობა.
სამუშაო პირობები:
- ანაზღაურება: თვეში 4000 ლარი (ხელზე ასაღები);
- სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე და 2 დასვენების დღე;
- სამუშაო დღის ხანგრძლივობა: 9 საათი;
- სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო, ლისის მიმდებარე ტერიტორია.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე მისამართზე: frenchcafe@frenchcafebakery.com წერილის სათაურის ველში მიუთითეთ: "იტალიური სამზარეულოს შეფ-მზარეული". სასურველია, რეზიუმეს დაურთოთ თქვენ მიერ შექმნილი მენიუს ან მომზადებული კერძების მაგალითები.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
