IT/ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი
- მთავარი მოთხოვნა
- საკუთარი მსუბუქი ავტომანქა
სრული აღწერა
სს „გეფა“ წარმოადგენს საქართველოში ყველაზე მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიას საცალო, საბითუმო და პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით. სს „გეფა“ ჯორჯია კაპიტალის (GCAP), ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომლის აქციებიც განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტში. "გეფას”ქვეშ გაერთიანებული ბრენდებია: GPC, Pharmadepot, The Body Shop და Afflelou Paris.
"გეფა", როგორც დამსაქმებელი, რომელიც აერთიანებს 5000-მდე თანამშრომელს, თავს პასუხისმგებლად თვლის იზრუნოს, ისეთი კორპორატიული კულტურის შექმნაზე, სადაც თითოეული ადამიანის უნიკალურობა საერთო მიზნისკენ სვლას უწყობს ხელს.
კომპანიის ინფორმაციული უსაფრთხოების განყოფილების გუნდში ვეძებთ ტალანტს, IT/ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე ქ.ქუთაისში
რას გთავაზობთ?
- კარიერული ზრდისა და პროფესიული გამოცდილების გაძლიერებას - კომპანია მასშტაბურია, გამოწვევები ბევრი, შესაბამისად, განვითარების შანსიც რეალურია.
- შესაძლებლობას, რომ საკუთარი იდეები რეალობად აქციო - ჩვენთან შენს იდეებს ყოველთვის მოუსმენენ;
- მეგობრულ გუნდს - აქ დაგხვდებიან ადამიანები, რომლებიც შედეგზე არიან ორიენტირებულები და, ასევე, ერთმანეთის მხარდაჭერა არასდროს ავიწყდებათ;
- ჰიბრიდულ სამუშაო გრაფიკს - ვიცით, რომ სხვა ადგილიდან მუშაობა პროდუქტიულობისთვის მნიშვნელოვანია;
- ჯანმრთელობასთან და კეთილდღეობასთან დაკავშირებულ ბენეფიტებს - ზრუნვა უპირველეს ყოვლისა.
ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის კუთვნილი ობიექტების ტერიტორიაზე და ამ ობიექტების შეუფერხებელი მუშაობისთვის საჭირო ტექნიკური საკითხების მოგვარება.
- კომპიუტერული ტექნიკის, UPS, დაშლა-აწყობა-დაერთება- ტრანსპორტირება; პროგრამული გამართვა
- სამეურნეო ხელსაწყოების გამოყენების უნარი
- ელექტრო სისტემების ზოგადი მუშაობის პრინციპი
- IT support
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების განხრით
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესად)
- ოპერაციული სისტემების MS Windows საფუძვლიანი ცოდნა;
- ქსელის საფუძვლების ცოდნა;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ტექნიკურ დონეზე;
- მართვის მოწმობა B კატეგორია;
- აუცილებელია საკუთარი მსუბუქი ავტომანქა.
თუ გრძნობ, რომ ეს საქმე შენია, შემოგვიერთდი და განავითარე შენი კარიერა კომპანია გეფასთან ერთად 🚀💚
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"გეფა" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: IT/ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

