IT პროექტების მენეჯერი
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- სამუშაო გრაფიკი
- სტანდარტული (10:00 – 19:00)
- ბენეფიტები
- ჯანმრთელობის დაზღვევა
სრული აღწერა
კრისტალბეთი მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ბრიტანული ჰოლდინგური კომპანიის Entain-ის ბრენდია და აზარტული თამაშების ბაზარზე წამყვან პოზიციას იკავებს ბუკმეიკინგისა და ონლაინ თამაშების სფეროში.
კრისტალბეთი მომხმარებლებისთვის საერთაშორისო სტანდარტების და გლობალური გამოცდილების გაზიარების უნიკალურ შესაძლებლობას ქმნის. აერთიანებს ინოვაციას, ტექნოლოგიასა და მომხმარებლებზე ორიენტირებულ მიდგომას, მომსახურების უმაღლესი სტანდარტის და პასუხისმგებლიანი თამაშის საუკეთესო გამოცდილების შესაქმნელად.
კომპანია თანამშრომლებისთვის ქმნის გარემოს, სადაც იდეები და ხედვები რეალობად იქცევა, სადაც ერთობლივი წარმატება საერთო მიზანია!
თანამშრომლებისთვის შეთავაზების პაკეტი მოიცავს: კომფორტულ, მეგობრულ გარემოს, საინტერესო, გამოწვევებით სავსე სამუშაოს მაღალკვალიფიციური პროფესიონალების გუნდში, თვითრეალიზაციის შესაძლებლობებს, კონკურენტუნარიან ანაზღაურებას და დამატებით ბენეფიტებს.
www.crystalbet.com
#AlwaysNumberOne
კრისტალბეთი აცხადებს ვაკანსიას IT პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული;
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული (10:00 – 19:00).
მოვალეობები:
- პროექტის მიღება, გაცნობა, მოთხოვნების ანალიზი და დაგეგმვა;
- პროექტის მართვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება და წარმოება;
- პროექტის მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და შედეგების მონიტორინგი და კონტროლი;
- პროექტთან დაკავშირებული ამოცანების ორგანიზება და შესრულების პროცესის კოორდინაცია.
პიროვნული თვისებები/უნარ-ჩვევები:
- ინგლისური ენის ცოდნა;
- ამოცანების (Tasks) მართვის ელექტრონულ პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება (მაგალითად, Jira, Azure DevOps);
- მონაცემების დამუშავებისა და ანალიზის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
- მსგავს პოზიციაზე ან შესაბამისი მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
თუ გსურთ, რომ შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV მისამართზე: vacancy@crystalbet.com არა უგვიანეს 2026 წლის 29 ნოემბრისა. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ/ვერ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!
შპს „მარსის“ მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს (CV) გამოგზავნით, თქვენ:
ეთანხმებით, რომ შპს „მარსი“ უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები.
ანიჭებთ შპს „მარსს“ უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების ან/და საკანონმდებლო ვალდებულებების შესრულების მიზნით.
დამატებით, გაცნობებთ, რომ ნებისმიერ დროს უფლება გაქვთ გამოიხმოთ დამუშავებაზე გაცემული თანხმობა. ამ შემთხვევაში, ჩვენ შევწყვეტთ მონაცემთა დამუშავებას ან/და წავშლით/გავანადგურებთ დამუშავებულ მონაცემებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მონაცემთა დამუშავების კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.
დაუსაქმებლობის შემთხვევაში ამ ვადის გასვლისთანავე შპს „მარსი“ სრულად გაანადგურებს თქვენ მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს (CV) და კომპანიაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს.
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საწყისი რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- განათლების დონე(ები)
- არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
- ენები
- ინგლისური,ქართული
- ენები
- ინგლისური, ქართული
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

