IT მხარდაჭერის უმცროსი სპეციალისტი
- ქალაქი
- ბათუმი
- სამუშაო გრაფიკი
- კვირაში 5 დღე
- ბენეფიტები
- · ჯანმრთელობის დაზღვევა · · სატელეფონო ლიმიტი · · საწვავისა და ავტომობილის ცვეთის ხარჯის ანაზღაურება
სრული აღწერა
2 ნაბიჯი ქართული საცალო ვაჭრობის სფეროს გამოკვეთილი ლიდერია. კომპანია მუდმივად ზრდაზეა ორიენტირებული. დღეისთვის 2 ნაბიჯი მთელი ქვეყნის მასშტაბით 600-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი და მომხმარებელს მისგან 2 ნაბიჯში, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე, ხელმისაწვდომ ფასებსა და კომფორტულ გარემოს სთავაზობს.
2022 წლიდან ამოქმედდა კომპანიის ონლაინ მაღაზია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ვებ ფორმატში, ასევე აპლიკაციის სახით.
„2 ნაბიჯი“ ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია შრომის ბაზარზე, ამჟამად კომპანია 5000-ზე მეტ თანამშრომელს ითვლის. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტიანობას და გვჯერა, რომ ამ მიზნის მიღწევას მხოლოდ საუკეთესო პროფესიონალების გუნდით მოვახერხებთ.
მაღაზიათა ქსელი „ორი ნაბიჯი“ აცხადებს ვაკანსიას IT მხარდაჭერის უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე-ბათუმში
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე
ბენეფიტები:
· ჯანმრთელობის დაზღვევა;
· სატელეფონო ლიმიტი;
· საწვავისა და ავტომობილის ცვეთის ხარჯის ანაზღაურება.
ძირითადი ფუნქციები:
· სათაო ოფისის, სავაჭრო ობიექტების და საწყობის შიდა ქსელის მონტაჟის უზრუნველყოფა;
· მომხმარებლებისთვის კომპიტერული ტექნიკის მონტაჟი, ინსტალირება და გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
· სავაჭრო ობიექტებში განთავსებული კომპიუტერული და პერიფერიული ტექნიკის მონტაჟი, პროგრამულად გამართვა და მუშაობის მონიტორინგი;
· კომპეტენციის ფარგლებში, სავაჭრო ობიექტებში წარმოქნილი IT პრობლემების აღმოფხვრა და საჭიროების შემთხვევაში, სატელეფონო კონსულტაცია;
· საჭიროების შემთხვევაში კომპიუტერული ტექნიკის გაძლიერება ან/და სარემონტო სამუშაოების ჩატარება;
· სავაჭრო ობიექტებში ინტერნეტთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების უზრუნველყოფა.
· სავაჭრო ობიექტებში შიდა რადიო სისტემების ფიზიკური ქსელის ინსტალაცია;
· საინსტალაციო/დაზიანებული ტექნიკის დასერვისება ადგილზე ან ლოგისტიკა სერვის ცენტრში;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· პროფესიული განათლება ან/და არასრული უმაღლესი ტექნიკური მიმართულებით ან მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება
· Microsoft Windows 7,8.1, ან 10;
· PC Testing tools;
· Microsoft Office
· B კატეგორიის მართვის მოწმობა;
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: IT მხარდაჭერის უმცროსი სპეციალისტი
ქალაქი: ბათუმი
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

