IT მხარდაჭერის გუნდის ხელმძღვანელი
- მისამართი
- თბილისი, შპს “ჯეო ჰოსპიტალსის” სათავო ოფისი (ლოკაცია საბურთალო, დელისის მეტროს მიმდებარედ)
სრული აღწერა
ერთ-ერთი უმსხვილესი სამედიცინო ქსელი „ჯეო ჰოსპიტალსი“ აერთიანებს 25 სამედიცინო დაწესებულებას თბილისსა და რეგიონებში. ქსელი წარმოდგენილია 15 სტაციონარით, 10 ამბულატორიით და უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას თბილისში, კახეთში, ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, სამცხე ჯავახეთსა და იმერეთში.
,,ჯეო ჰოსპიტალსი" საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სამედიცინო ქსელია, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 26 კლინიკას აერთიანებს - მათ შორის 16 სტაციონარსა და 10 ამბულატორიულ ცენტრს. უკვე 15 წელზე მეტია, რაც პაციენტებს უწყვეტ და ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას ვთავაზობთ.
თბილისის გარდა, ჩვენი მრავალპროფილური კლინიკები წარმოდგენილია შემდეგ რეგიონებში: იმერეთი, კახეთი, ქვემო ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი.
ჩვენი მიზანია, ქვეყნის მასშტაბით თითოეული პაციენტისთვის მაღალხარისხიანი სამედიცინო მომსახურება გავხადოთ მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და კომფორტული.
თუ გსურთ, უკეთ გაიცნოთ ჩვენი გუნდი, ეწვიეთ Linkedin-ს პროფილს: Geo Hospitals | ჯეო ჰოსპიტალსი: Posts | LinkedIn www.linkedin.com — ბმულის გახსნა
"ჯეო ჰოსპიტალსი“ აცხადებს ვაკანსიას IT მხარდაჭერის გუნდის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, შპს “ჯეო ჰოსპიტალსის” სათავო ოფისი (ლოკაცია საბურთალო, დელისის მეტროს მიმდებარედ);
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი, 40 სთ კვირაში.
ფუნქცია-მოვალეობები:
- IT მხარდაჭერის გუნდის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება, რეგიონული IT სპეციალისტების კოორდინაცია, ამოცანების განაწილება და შესრულების კონტროლი;
- სამედიცინო დაწესებულებებში IT მხარდაჭერის შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა, მათ შორის 24/7 მხარდაჭერისა და მორიგეობის გრაფიკის ორგანიზება;
- IT მოთხოვნების მიღების, პრიორიტეტიზაციის, გადაწყვეტისა და ესკალაციის პროცესის მართვა, კრიტიკულ შემთხვევებზე დროული რეაგირების უზრუნველყოფა.
- კომპიუტერული ტექნიკის, პერიფერიული მოწყობილობების, ლოკალური ქსელისა და შიდა სამედიცინო საინფორმაციო სისტემების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა.
- ერთიანი სამუშაო სტანდარტების, ინსტრუქციებისა და ცოდნის ბაზის შემუშავება, SLA მიზნების განსაზღვრა და შესრულების მონიტორინგი ყველა კლინიკაში.
- IT ტექნიკისა და აღჭურვილობის ინვენტარიზაციის კონტროლი, განახლებისა და შესყიდვის საჭიროებების განსაზღვრაში მონაწილეობა და პაციენტთა მონაცემების დაცვის წესების დაცვის ხელშეწყობა.
- თანამშრომელთა საქმიანობის შეფასება, განვითარების საჭიროებების განსაზღვრა, ტრენინგების დაგეგმვა და ახალი თანამშრომლების ადაპტაციის ხელშეწყობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
**მინიმუმ 3 წლის გამოცდილება IT მხარდაჭერაში;
- მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
**Windows სამუშაო სადგურების, პერიფერიული მოწყობილობებისა და ლოკალური ქსელის ცოდნა;
**ინციდენტების მართვისა და პრიორიტეტიზაციის პრაქტიკული გამოცდილება;
**ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
**on-call რეჟიმში მუშაობისა და რეგიონებში პერიოდული ვიზიტების შესაძლებლობა;
პიროვნული კომპეტენციები:
**ლიდერობისა და გუნდის მოტივირების უნარი;
**ტექნიკურ და არატექნიკურ (სამედიცინო) პერსონალთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
**მაღალი ორგანიზებულობა და რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარე პროცესების პარალელურად მართვის უნარი;
**მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა.
რას გთავაზობთ:
- ფართომასშტაბურ კომპანიაში განვითარების შესაძლებლობას;
- პროფესიონალებით დაკომპლექტებულ მეგობრულ გუნდს;
- როგორც სტანდარტულ, ასევე დამატებით საინტერესო ბენეფიტებს (ექსკლუზიური ფასდაკლებები სასტუმროებზე და სხვ.);
- კვარტლურ გუნდურ აქტივობებს;
- ღირებულ სამუშაო გამოცდილებას.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 9 დეკემბერი.
გისურვებთ წარმატებას!
თქვენ მიერ (დასაქმების მსურველი კანდიდატის) წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში მოთხოვნილი ინფორმაციის (პირადი მონაცემები, რეზიუმე, დიპლომი(ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)იდა სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია) გადმოგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ შპს ,,ჯეო ჰოსპიტალსი“, როგორც დამსაქმებელი, უფლებამოსილია დაამუშაოს გამოგზავნილი ინფორმაცია კანონიერად, სამართლიანად, მონაცემთა სუბიექტისთვის გამჭვირვალედ და მისი ღირსების შეულახავად, კონკრეტულად ამ ვაკანსიის ან და ამ ვაკანსიის რელევანტური, მომიჯნავე ვაკანსიისთვის განსახილველად, იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად.
დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას კანდიდატს მიაწოდოს: ა) შესასრულებელი სამუშაოს შესახებ; ბ) შრომითი ხელშეკრულების ფორმის (ზეპირი ანწერილობითი) და ვადის (განსაზღვრული ან განუსაზღვრელი) შესახებ; გ) შრომის პირობების შესახებ; დ) შრომითი ურთიერთობისას დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ; ე) შრომის ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია;
კანდიდატი ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში, რომელზეც ასევე აცხადებს თანხმობას დამუშავდეს კანდიდატის შერჩევის მიზნით;
კანდიდატი იღებს ვალდებულებას, დამსაქმებელს აცნობოს ნებისმიერი გარემოების შესახებ, რომელმაც შეიძლება ხელიშეუშალოს მას სამუშაოს შესრულებაში ან საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ინტერესებს.
მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მონაცემთა დამუშავების შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. კანდიდატს უფლება აქვს, მოითხოვოს მის მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემების გამოთხოვა, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება კანონით დადგენილ ვადებში;
კანდიდატი უფლებამოსილია მის მიერ მოწოდებულ ინფორმაციის დამუშავებასთან დაკავშირებულ ნებისმიერი საკითხზე მომართოს შპს “ჯეო ჰოსპიტალსს”.
ასევე, გაცნობებთ, რომ შპს „ჯეო ჰოსპიტალსი“ თქვენ შესახებ არსებულ პერსონალურ მონაცემებს შეინახავს 1 (ერთი) წლის ვადით, რომლის გასვლის შემდეგაც აღნიშნული ინფორმაცია განადგურდება. თქვენი პერსონალური მონაცემების მესამე პირებზე გადაცემა დაუშვებელია, აღნიშნული შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ თქვენი წერილობითი თანხმობის საფუძველზე.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"ჯეო ჰოსპიტალს" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - IT მხარდაჭერის გუნდის ხელმძღვანელი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

