ინჟინერის თანაშემწე
- ანაზღაურება
- შეთანხმებით
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- მისამართი
- თბილისი, ლ. ჩარკვიანის ქ. №10 (ლისის ტბის მიმდებარედ)
- სამუშაო გრაფიკი
- 09:00–16:30, დამატებით — ღამის მორიგეობა ყოველ 4 დღეში ერთხელ
სრული აღწერა
მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე ინჟინერის თანაშემწე
სამუშაო ადგილი: თბილისი, ლ. ჩარკვიანის ქ. №10 (ლისის ტბის მიმდებარედ)
სამუშაო გრაფიკი: 09:00–16:30, დამატებით — ღამის მორიგეობა ყოველ 4 დღეში ერთხელ.
ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების გათვალისწინებით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- სამედიცინო აპარატურის ექსპლუატაციისა და ტექნიკური მომსახურების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- მართვის მოწმობა და ავტომობილის მართვის გამოცდილება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და ოპერატიული რეაგირების უნარი.
ძირითადი მოვალეობები
- კლინიკის ტექნიკური სისტემებისა და ინფრასტრუქტურის მდგომარეობის მონიტორინგი;
- გათბობა-გაგრილების სისტემების კონტროლი;
- ტექნიკური ხარვეზების გამოვლენა და მათზე დროული რეაგირება;
- სამედიცინო აპარატურის გამართული ფუნქციონირების მონიტორინგი და, შესაბამისი კომპეტენციის ფარგლებში, ტექნიკური მომსახურების პროცესში მონაწილეობა;
- ხელმძღვანელის მითითებებისა და დაკისრებული ტექნიკური დავალებების შესრულება.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Njikia@mmc.ge
CV-ის გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს თანხმობას, რომ მის მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები დამუშავდეს შპს „მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის“ მიერ კანდიდატის შერჩევისა და დასაქმების პროცესის მიზნებისთვის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საწყისი რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- განათლების დონე(ები)
- არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, მაგისტრი, ბაკალავრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
- ენები
- ქართული
- ენები
- ქართული
- მართვის მოწმობა
- B
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
