ინჟინერი
- მისამართი
- ქ.თბილისი
- განაკვეთი
- სამუშაო ცვლაში
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- სამუშაო გრაფიკი
- 12 საათიანი სამუშაო ცვლები
- გამოცდილება
- საშუალო (middle), 2–5 წელი
სრული აღწერა
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს
გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წამყვანი კომპანიაა საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია თბილისისა და მისი შემოგარენის ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით უზრუნველყოფა. GWP 2022 წლიდან ესპანური ჰოლდინგის Aqualia-ს წევრი ორგანიზაციაა. Aqualia წყალმომარაგების დარგში ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა, რომელიც 19 ქვეყანაში ოპერირებს.
ვეძებთ გუნდის ახალ წევრს ინჟინრისპოზიციაზე გამრიცხველიანების სამსახურში.
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 12 საათიანი სამუშაო ცვლები.
ძირითადი მოვალეობები:
· გასამრიცხველიანებელი მომხმარებლების წინასწარი ტექნიკური შესწავლა, მოსახლეობის ინფორმირება დაგეგმილი გამრიცხველიანების თაობაზე.
· წყალმზომის კვანძის მოწყობის ადგილის შერჩევა.
· წყალმზომის კვანძის მოწყობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება.
· პრობლემური ადგილების შესწავლა და ხელმძღვანელთან წარდგენა სამუშაოების დასაგეგმად.
· შესწავლილი ობიექტების (ქუჩა, მასივი..) დოკუმენტაციის გადაცემა საქმისმწარმოებლისთვის.
· სამუშაო ჟურნალის წარმოება.
· მომხმარებელთან კომუნიკაცია და მოლაპარაკების წარმოება.
· სამუშაოს დასრულების შემდეგ ტერიტორიის მოწესრიგება.
· შესრულებული სამუშაოების შესახებ ანგარიშის წარდგენა.
· კომპანიის შინაგანაწესით, დებულებებით, ბრძანებებით, შრომითი ხელშეკრულებითა და წინამდებარე ინსტრუქციით გათვალისწინებული პირობების შესრულება და დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· ბაკალავრის ხარისხი ტექნიკური მიმართულებით.
· მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება.
· მრიცხველის მონტაჟის ნორმებისა და წესების ცოდნა.
· Ms Office პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა.
კატეგორია: მშენებლობა / ინჟინერი
გამოცდილება: საშუალო (middle), 2–5 წელი
განათლება: ბაკალავრი
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
