ბრიტანია დეველოპმენტ
მშენებლობაინჟინერ-მშენებელი
გამოქვეყნდა 26 ოქტბოლო ვადა: 26 ნოე
სრული აღწერა
სამშენებლო კომპანია შპს "ბრიტანია დეველოპმენტი" აცხადებს ვაკანსიას ინჟინერ-მშენებლის პოზიციაზე.
კომპანია გთავაზობთ მუდმივ სამსახურს. სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით.
კომპანია ოპერირებს თბილისში.
შრომის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება დასაქმებულის გამოცდილების, კვალიფიკაციისა და უნარ-ჩვევების გათვალისწინებით. ხელფასი გაიცემა განსაზღვრულ დღეს, დაგვიანების გარეშე.
მოთხოვნები:
- კანდიდატს უნდა გააჩნდეს ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება.
- ასევე, აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს კანდიდატის მიერ კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Microsoft project, AutoCAD, ArchiCAD).
ძირითადი მოვალეობები:
- მშენებლობის პროცესის ზედამხედველობა;
- მშენებლობის პროცესის პროექტთან შესაბამისობის კონტროლი;
- პროექტებში არსებული ტექნიკური საკითხების გადამოწმება, სპეციფიკაციის შედგენა და ხელმძღვანელობასთან შეთანხმება;
- არსებული ტექნიკური პრობლემური საკითხების ანალიზი და ხელმძღვანელობასთან შეთანხმება
- პროექტების მიმდინარეობისას ცვლილებების საჭიროების საინჟინრო-ტექნიკური ანალიზი;
- სამშენებლო ნორმების და სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
- ობიექტის მიმდინარე საინჟინრო პროცესების მონიტორინგი და რეპორტინგი;
- არქიტექტურული და კონსტრუქციული ნახაზების წაკითხვის უნარი.
პიროვნული უნარები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი.
დაინტერესებული კანდიდატებს, ვთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი განაცხადი (ნებისმიერი ფორმით, სახელის, გვარის, ტელეფონის ნომრის და გამოცდილების მითითებით) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@britania.ge
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
