ინჟინერ-მხაზველი
- მისამართი
- ქ. თბილისი, მედე (მზია) ჯუღელის #10
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ / 09:00 -18:00 სთ
სრული აღწერა
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წამყვანი კომპანიაა საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია თბილისისა და მისი შემოგარენის ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით უზრუნველყოფა. GWP 2022 წლიდან ესპანური ჰოლდინგის Aqualia-ს წევრი ორგანიზაციაა. Aqualia წყალმომარაგების დარგში ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა, რომელიც 19 ქვეყანაში ოპერირებს.
ვეძებთ გუნდის ახალ წევრს ახალი მიერთებების საპროექტო სამსახურში ინჟინერ-მხაზველის (AutoCAD) პოზიციაზე.
ვაკანსია განკუთვნილია როგორც გამოცდილ მხაზველებისთვის, ისე სამშენებლო მიმართულების კურსდამთავრებულებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან პროფესიული განვითარების შესაძლებლობით და სურთ გამოცდილების მიღება წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების პროექტირების მიმართულებით.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მედე (მზია) ჯუღელის #10
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი / 09:00 -18:00 სთ
ძირითადი მოვალეობები:
- წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელებზე მიერთების ნახაზების (გეგმა, გრძივი პროფილი, დეტალები) შესრულება AutoCAD-ში;
- ნახაზების მომზადება ტოპოგრაფიული აგეგმვისა და ადგილზე მოკვლევის მონაცემების საფუძველზე;
- ნახაზების გაფორმება კომპანიის შიდა სტანდარტებისა და მოქმედი ნორმების შესაბამისად;
- ნახაზებში შესწორებების შეტანა პროექტის ხელმძღვანელი ინჟინრის შენიშვნების მიხედვით;
- ადგილზე მოკვლევით სამუშაოებში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ბაკალავრის ხარისხი სამშენებლო ან საინჟინრო მიმართულებით;
- სამუშაო გამოცდილება სასურველია, თუმცა სავალდებულო არ არის – განიხილება კურსდამთავრებულებიც;
- AutoCAD-ის კარგად ცოდნა;
- სამშენებლო ნახაზების წაკითხვისა და გაფორმების უნარი;
- MS Office-ის საბაზისო ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა უპირატესობად ჩაითვლება.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აცხადებს ვაკანსიას: ვეძებთ გუნდის ახალ წევრს ახალი მიერთებების საპროექტო სამსახურში ინჟინერ-მხაზველის (AutoCAD) პოზიციაზე.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

