ინჟინერ-კონსტრუქტორი (შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი)
- ანაზღაურება
- 3 500 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 3 წელი
- მთავარი მოთხოვნა
- კანდიდატმა განაცხადის შევსების დროს „ჩემი რეზიუმე"-ს შესაბამის გრაფაში ატვირთოს
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
ინჟინერ-კონსტრუქტორი (შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი)
კონკურსის ტიპი:
სხვა
ორგანიზაცია:
სსიპ - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო
ორგანიზაციის შესახებ:
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც კომპეტენციის ფარგლებში, იცავს, შეისწავლის და პოპულარიზაციას უწევს საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას.
სააგენტო გამოირჩევა ძლიერი ორგანიზაციული კულტურით, რომელიც დაფუძნებულია პროფესიონალიზმსა და თანამშრომლობაზე. ჩვენი ფასეულობებიდან გამომდინარე, ერთად ვქმნით ისეთ ჯანსაღ ორგანიზაციულ კლიმატს, რომელიც ყველა თანამშრომლისთვის აყალიბებს განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდურ, მეგობრულ, კომფორტულ სამუშაო გარემოს და აერთიანებს საერთო მიზნების მისაღწევად.
სააგენტოს შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე www.heritagesites.ge — ბმულის გახსნა
კატეგორია:
საინჟინრო საქმე
განცხადების ბოლო ვადა:
12.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
3500 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
6 თვე
ფუნქციები:
- სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისა და ფიზიკური სამუშაოების მომსახურების შესყიდვისათვის საჭირო ტექნიკური დავალების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
- მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ტექნიკური დავალების მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება და შესაბამისი დასკვნის მომზადება წერილობითი ფორმით;
- წარმოდგენილი დოკუმენტაციის საშემსრულებლო ხარისხის კონტროლი; შემსრულებელთათვის კონსულტაციების გაწევა, დოკუმენტაციის განხილვის შედეგად გამოვლენილი ხარვეზების გამოსასწორებლად;
- კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობის ადგილზე შესწავლა-შეფასება, მივლინების ანგარიშის შედგენა და წინადადებების მომზადება, ძეგლის მდგომარეობის გათვალისწინებით ჩასატარებელ სამუშაოებთან დაკავშირებით;
- ძეგლთა გადაუდებელი საკონსერვაციო საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობის მიღება.
მინიმალური განათლება:
მაგისტრი
სამუშაო გამოცდილება:
3 წელი
საკონკურსო თემატიკა:
- „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- საქართველოს კანონი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №79
საკონტაქტო ტელეფონები:
599146132
დამატებითი მოთხოვნები:
- სამშენებლო/საინჟინრო მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება, მათ შორის, კონსტრუქციული პროექტირების მიმართულებით.
პოზიციისთვის საკვანძო კომპეტენციები:
- კომუნიკაცია
- მიზანზე ორიენტაცია
- ინფორმაციის/მონაცემთა ანალიზი
- სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა
- ცვლილებების, ინოვაციური მიდგომების ინიცირება და მართვა
დამატებითი ინფორმაცია:
აუცილებელია კანდიდატმა განაცხადის შევსების დროს „ჩემი რეზიუმე"-ს შესაბამის გრაფაში ატვირთოს:
- განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იყოს სახელმწიფო ენაზე;
- სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- მინიმუმ 1 რეკომენდატორის სახელი, გვარი, სამუშაო ადგილი, თანამდებობა და საკონტაქტო ინფორმაცია.
მნიშვნელოვანია, კანდიდატმა სამუშაო გამოცდილების ველში შეავსოს გრაფა „სამუშაოს აღწერილობა".
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
- საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება საკონკურსო კომისიის მიერ ქულათა სისტემის საფუძველზე, განაცხადის მიღების ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
