საინჟინრო კომპანია
წარმოებაინჟინერ-კონსტრუქტორი
გამოქვეყნდა 26 ოქტბოლო ვადა: 26 ნოე
- მისამართი
- ქ. თბილისი
სრული აღწერა
საინჟინრო კომპანია აცხადებს ვაკანსიას ინჟინერ-კონსტრუქტორის პოზიციაზე.
შესაძლებელია განხილულ იქნეს ბოლო კურსის სტუდენტის კანდიდატურა.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ინჟინერ-მექანიკოსის სპეციალობით;
- CatiaV5, SolidWorks, Siemens NX ან Creo Parametric პროგრამის ფლობა;
- ფურცლოვანი ლითონისაგან და პლასტმასისაგან ნაკეთობების დამზადების ტექნოლოგიური პროცესების ცოდნა;
- განვითარებული აბსტრაქტული და ანალიტიკური აზროვნება;
- სასურველია რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა.
მოვალეობები:
- ნაკეთობების ახალი ნიმუშების შემუშავება, სტანდარტული და უნიფიცირებული ნაკეთობების გამოყენებით არსებული პროდუქციის მოდიფიცირება;
- წარმოებისათვის და ექსპლუატაციისათვის მოდელებისა და ნახაზების შემუშავება.
სამუშაო პირობები:
- ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი.
- მუშაობა ოფისში; სრული განაკვეთი.
- სამუშაო განრიგი: 09:00-18:00 (1 საათი შესვენება) ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
- სტაბილური ხელფასი;
- ოჯახის სამედიცინო დაზღვევა (მეუღლე, შვილები);
- მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის კომპენსაცია;
- ოფისი მდებარეობს მეტროს სადგურიდან ხუთი წუთის სავალზე;
- უქმეები და სადღესასწაულო დღეები - საქართველოში მოქმედი ოფიციალური კალენდრის მიხედვით;
- 24 დღიანი ანაზღაურებადი შვებულება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: birbirdair@gmail.com.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
