მეპ თრეიდი
წარმოებაინჟინერ-დამპროექტებელი
გამოქვეყნდა 7 ოქტბოლო ვადა: 7 ნოე
- ანაზღაურება
- შეთანხმებით
- ქალაქი
- თბილისი
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ, 09:00-17:00
სრული აღწერა
კომპანია "მეპ თრეიდი" აცხადებს ვაკანსიას ინჟინერ-დამპროექტებლის პოზიციაზე.
კომპანიის მთავარი საქმიანობაა MEP სისტემების პროექტირება.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-17:00
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სხვადასხვა ტიპის შენობისთვის Plumbing, HVAC სისტემების პროექტირება
- საინჟინრო გათვლების, ტექნიკური ნახაზების, სქემებისა და საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
- ტექნიკური გადაწყვეტილებების შემუშავება მოქმედი ნორმებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
- MEP სისტემების კოორდინაცია არქიტექტურულ, კონსტრუქციულ და სხვა საინჟინრო მიმართულებებთან.
აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი საინჟინრო განათლება (ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი).
- ტექნიკური რეგლამენტების, სტანდარტებისა და საქართველოში მოქმედი ნორმების ცოდნა.
- პროგრამების ცოდნა: AutoCAD, Revit (ჩაითვლება უპირატესობად).
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაოსთვის საჭირო უნარ-ჩვევები:
- ორგანიზებულობა, სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი
- გუნდური მუშაობის უნარი
- ძლიერი ანალიტიკური და საორგანიზაციო თვისებები
- შრომისმოყვარე, ენერგიული და დისციპლინირებული
- შედეგზე ორიენტირებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალურობა
რას გთავაზობთ ჩვენ:
- მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.
- კომფორტულ სამუშაო გარემოს.
- ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას.
- პროფესიული ზრდის შესაძლებლობას
- სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: Hr@mepsolutions.ge და "subject"-ის ველში მიუთითეთ პოზიციის ზუსტი დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
