ინვესტორებთან ურთიერთობის სპეციალისტი
გამოქვეყნდა 16 ოქტბოლო ვადა: 16 ნოე
- მისამართი
- ქ. თბილისი, სათავო ოფისი
- სამუშაო გრაფიკი
- 8 საათი, კვირაში 5 სამუშაო დღე
სრული აღწერა
საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას ინვესტორებთან ურთიერთობის სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, სათავო ოფისი
სამუშაო გრაფიკი: 8 საათი, კვირაში 5 სამუშაო დღე
ძირითადი მოვალეობები:
- ფინანსური და ოპერაციული შედეგების ანალიზი და ანგარიშგების მომზადებაში მონაწილეობა;
- ბაზრისა და კონკურენტების ფინანსური მაჩვენებლების ანალიზი;
- კვარტალური და წლიური შედეგების მასალების მომზადებაში მონაწილეობა, მათ შორის პრეზენტაციების, პრესრელიზებისა და შედეგების წარდგენის შეხვედრებისთვის საჭირო მასალების მომზადება;
- ინვესტორებთან, ობლიგაციონერებთან, ფინანსურ ინსტიტუტებსა და სარეიტინგო სააგენტოებთან კომუნიკაცია;
- კრედიტორებისთვის ანგარიშგების მომზადება და ფინანსური კოვენანტების მონიტორინგი;
ინვესტორებისა და კრედიტორების მოთხოვნებზე პასუხების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ფინანსური ანალიზის, ინვესტორებთან ურთიერთობის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2-3-წლიანი გამოცდილება;
- ადგილობრივ და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობის გამოცდილება;
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
- ფინანსური ანგარიშგებისა და ფინანსური ანალიზის ცოდნა;
- MS Office-ის, განსაკუთრებით MS Excel-ისა და PowerPoint-ის, მაღალ დონეზე ცოდნა;
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.
უპირატესობად ჩაითვლება:
- პროფესიული კვალიფიკაციის სრული ან ნაწილობრივი გავლა, მათ შორის CFA, CAIA, FMVA, FRM, ACCA ან სხვა შესაბამისი კვალიფიკაცია.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 16 ნოემბერი, 2026
საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"ვიანი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ინვესტორებთან ურთიერთობის სპეციალისტი,
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

