ინვესტორებთან ურთიერთობის ოფიცერი
სრული აღწერა
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 30 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია. თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.
ამჯერად, თეგეტა მოტორსის გუნდში ინვესტორებთან ურთიერთობის ოფიცრის პოზიცია გვაქვს ვაკანტური.
თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:
- არსებულ და სამომავლო ინვესტორებთან ურთიერთობის მართვა.
- განაცხადების, ფინანსური, საინფორმაციო და ანალიტიკური ინფორმაციისა მომზადება პრეზენტაციებისა და დოკუმენტაციის სახით;
- ინვესტორებთან ურთიერთობა, დადგენილი პერიოდულობით ფინანსური მონიტორინგი და კომპანიის შესახებ ინფორმაციის ანალიზისა და სხვადასხვა სახის რეპორტების მომზადება;
- ფასიანი ქაღალდების ემისიის პროექტში ჩართლობა, ფინანსური ინფორმაციის და ემისიის პროსპექტუსის მომზადება;
- ვალდებულებების გადახდის გრაფიკების შედგენა და ანგარიშსწორების ვადების კონტროლი;
- კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტებთან ურთიერთთანამშრომლობა კონკრეტული პროექტის/ინვესტიციის ფარგლებში; მათ შორის ხელშეკრულებების და სათანადო დოკუმენტაციის შედგენაში მონაწილეობის მიღება, კომპანიის შიდა დეპარტამენტებისა და ერთეულებისაგან ინფორმაციის გამოთხოვა და მიწოდება;
- დასაქმებულის კომპეტენციის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელის მიერ, მითითებული სხვა დავალებების შესრულება.
თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:
- უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით
- ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (წერა, კითხვა და საუბარი).
- ფინანსურ სფეროში მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
- იურიდიულ პირებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება.
- საერთაშორისო ინსტიტუტებთან/ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გამოცდილება.
- სასურველია ფრონტ-ოფისის ფუნქციებში მუშაობის გამოცდილება, მათ შორის საბანკო ან სადაზღვევო სექტორის ფრონტ-ოფისი.
- Microsoft Office პროგრამების (Excel, Word, PowerPoint) სიღრმისეული ცოდნა.
- პრეზენტაციების მომზადების გამოცდილება და Canva-ს გამოყენების ცოდნა.
თეგეტაში დაგხვდება:
- პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
- სამედიცინო დაზღვევა;
- სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზებები და ფასდაკლებები;
- მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.
თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ინვესტორებთან ურთიერთობის ოფიცერი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

