ინვესტიციების დეპარტამენტის ინვესტორებთან ურთიერთობის სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 3 840 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 1 წელი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
ინვესტიციების დეპარტამენტის ინვესტორებთან ურთიერთობის სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - ინვესტიციების სააგენტო
ორგანიზაციის შესახებ:
სსიპ – ინვესტიციების სააგენტო არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის მიზანია ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა, საინვესტიციო გარემოს პოპულარიზაცია და პოტენციური თუ არსებული ინვესტორებისთვის ინფორმაციული, საკონსულტაციო და ორგანიზაციული მხარდაჭერის უზრუნველყოფა, აგრეთვე, საექსპორტო პოტენციალის მქონე სექტორების იდენტიფიცირება, მხარდაჭერა და ექსპორტის ზრდის ხელშეწყობა. სააგენტო ხელს უწყობს ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის ეფექტიან თანამშრომლობას, საინვესტიციო პროექტების განვითარებასა და განხორციელებას, ასევე ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის საერთაშორისო დონეზე წარმოჩენას.
კატეგორია:
საინვესტიციო
განცხადების ბოლო ვადა:
20.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
3840 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
3 თვე
ფუნქციები:
- წამყვან უცხოურ კომპანიებთან კომუნიკაცია და შეხვედრებში მონაწილეობა;
- პოტენციური ინვესტორების იდენტიფიცირების, მათთან დაკავშირებისა და კომუნიკაციის პროცესის მხარდაჭერა, მათ შორის საქმიანი ვიზიტებისა და შეხვედრების დაგეგმვა და საკანონმდებლო საკითხებზე კონსულტაციების გაწევა;
- არსებული ინვესტორი კომპანიების ბაზის შექმნა და განახლება, მათთან ურთიერთობის შენარჩუნება, ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და რეინვესტირების ხელშეწყობის მიზნით მათი მხარდაჭერა („Aftercare“);
- პრიორიტეტული სექტორების საინვესტიციო პოტენციალთან დაკავშირებული მაღალი რეპუტაციის საერთაშორისო რეიტინგების რეგულარული მონიტორინგი, რეკომენდაციების ინიცირება და შესაბამის სტრუქტურებთან თანამშრომლობა რეიტინგების გაუმჯობესებაზე ზრუნვის მიზნით;
- საინვესტიციო პოტენციალის ჭრილში საქართველოს კონკურენტული უპირატესობის განსაზღვრაში მონაწილეობა;
- საჭიროების შემთხვევაში საქმიანი ვიზიტების („roadshows”) ან/და საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობის დაგეგმვაში მონაწილეობა;
- ქვეყნის საინვესტიციო გარემოს პოპულარიზაციისა და საინვესტიციო პროექტების შეთავაზების მიზნით, საქართველოში არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, ბიზნეს ასოციაციებთან და შესაბამის ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
- პოტენციურ ინვესტორებთან ურთიერთობის შესახებ ინფორმაციის CRM ბაზაში ასახვა;
მინიმალური განათლება:
მაგისტრი
სამუშაო გამოცდილება:
1 წელი
პროფესია:
ეკონომისტი
საკონკურსო თემატიკა:
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ინვესტიციების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2026 წლის 16 ივლისის №1-1/263 ბრძანება;
- საქართველოში მოქმედი საინვესტიციო კანონები, სავაჭრო რეჟიმები და საერთაშორისო ხელშეკრულებები; (წყარო: economy.ge; mof.ge)
- საქართველოს კანონი „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ ;
- საქართველოს კანონი „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ ;
- საქართველოს კანონი „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ ;
- საქართველოს მთავრობის დადგენილება №717 - „სახელმწიფო პროგრამის − უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის მექანიზმის დამტკიცების შესახებ“ ;
დამატებით, საქართველოს მიერ გაფორმებული:
- ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმებები.
- ინვესტიციების ორმხრივი დაცვისა და წახალისების შეთანხმებები (BIT).
საკონკურსო კომისიის მისამართი:
თბილისი, დიმიტრი უზნაძის ქუჩა N18
საკონტაქტო ტელეფონები:
599859959
საკონტაქტო პირი:
ფიქრია რეხვიაშვილი
დამატებითი მოთხოვნები:
- სასურველია გაყიდვებში ან ბიზნეს განვითარების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
- სასურველია უცხოელ კლიენტებთან ან ინვესტორებთან მუშაობის გამოცდილება;
- ანალიტიკური აზროვნება;
- დავალებების პრიორიტეტებად დაგეგმვის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა, მოწესრიგებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
კანდიდატმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა:
- წარმოადგინოს სამოტივაციო წერილი ქართულ ენაზე (არაუმეტეს 250 სიტყვისა) სადაც უნდა უპასუხოს 2 შეკითხვას:
- აღწერეთ, რატომ გსურთ ამ პოზიციაზე მუშაობა.
- აღწერეთ, თქვენი პიროვნული თვისებები, სამუშაო გამოცდილება ან/და პროფესიული უნარ-ჩვევები, რომლებიც თქვენი აზრით, დაგეხმარებათ ინვესტიციების მიმართულებით მუშაობაში აღნიშნულ პოზიციაზე.
- ატვირთოს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- შეავსოს ვაკანსიასთან დაკავშირებული მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლების (ტრენინგები/სხვა მიღწევები) და/ან განხორციელებული პროექტების შესახებ შესაბამისი ინფორმაციის ველი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
კანდიდატთა საყურადღებოდ:
- გასაუბრების ეტაპის შედეგების საფუძველზე შერჩეულ კანდიდატებს დაევალებათ პრეზენტაციის მომზადება და წარდგენა წინასწარ განსაზღვრულ თემაზე. პრეზენტაციის თემა, ფორმატი, ხანგრძლივობა და წარდგენის ვადა კანდიდატებს ეცნობებათ შესაბამის ეტაპზე.
- დოკუმენტაციის არასრულყოფილად და/ან არასწორად წარმოდგენის შემთხვევაში კანდიდატი მოიხსნება შერჩევის პროცესიდან;
- კანდიდატებთან დაკავშირება განხორციელდება ძირითადად ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
- საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ქულათა სისტემით, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვეში.
- კანდიდატთა შეფასებისას, იდენტური ქულების დაფიქსირების შემთხვევაში, კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით, ხოლო ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტად ითვლება კომისიის თავმჯდომარის ხმა.
დამსაქმებლის შესახებ
კომპანიის ვებსაიტიმეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
