ლუდის ჰაბი
ლოჯისტიკაინვენტარიზაციისა და შეკვეთების სპეციალისტი
გამოქვეყნდა 28 სექბოლო ვადა: 28 ოქტ
- ანაზღაურება
- 1 500 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- სამუშაო გრაფიკი
- კვირაში 40 საათი, 2 დღე დასვენება
- მთავარი მოთხოვნა
- მართვის მოწმობის ქონა და ავტომობილის ყოლა
სრული აღწერა
კომპანია "ლუდის ჰაბი • Beer Hub" აცხადებს ვაკანსიას ინვენტარიზაციისა და შეკვეთების სპეციალისტის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი
ანაზღაურება: 1500 ლარი
გრაფიკი: კვირაში 40 საათი, 2 დღე დასვენება
ფუნქცია-მოვალეობები:
- ფილიალებში არსებული პროდუქციის პერიოდული ინვენტარიზაციის ჩატარება;
- პროდუქციის ნაშთების კონტროლი და მონაცემების განახლება;
- შეკვეთების მომზადება;
- საწყობისა და ფილიალების ნაშთების შედარება და სხვაობების გამოვლენა;
- ინვენტარიზაციის შედეგების აღრიცხვა და საჭირო ინფორმაციის ხელმძღვანელისთვის მიწოდება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- აუცილებელია მართვის მოწმობის ქონა და ავტომობილის ყოლა.
- სასურველია MS Excel-ის ცოდნა;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ციფრებთან და დოკუმენტაციასთან ყურადღებით მუშაობის უნარი;
- კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: kakhakurasbediani@gmail.com
გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ "ინვენტარიზაციისა და შეკვეთების სპეციალისტი".
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
