ინვენტარიზაციის უფროსი სპეციალისტი
სრული აღწერა
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 30 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ.
ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.
თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ
ამჯერად, თეგეტა მოტორსის გუნდში , სასაქონლო‐მატერიალური მარაგების ინვენტარიზაციის უფროსი სპეციალისტი-ს
პოზიცია გვაქვს ვაკანტური.
თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:
- კომპანიის საწყობებში აღწერების დაგეგმვა და ინვენტარიზაციის პროცესებში აქტიური ჩართულობა;
- კომპანიაში არსებული სასაქონლო-მატერიალური მარაგების იდენტიფიცირება;
- ინვენტარიზაციის სრული პროცესის ეფექტიანი წარმართვა;
- აღწერის შედეგად გამოვლენილი ზედმეტობა-დანაკლისის გადამოწმება და შედეგების ანალიზი;
- ინვენტარიზაციასთან დაკავშირებული ხარვეზების დროული იდენტიფიცირება;
- ინვენტარიზაციის ანგარიშების მომზადება და ხელმძღვანელისთვის მიწოდება;
- კომპანიაში არსებული სასაწყობე პროცესების მართვის ინსტრუქციის დაცვა;
- ბიზნესის მართვისა და ბიზნეს პროცესების ადმინისტრირების ავტომატიზებულ სისტემაში (SAP) მუშაობა;
- დასაქმებულის კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვა დავალებების შესრულება.
თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:
- უმაღლესი ან პროფესიული განათლება;
- სასურველია ინვენტარიზაციის, ლოგისტიკის ან სასაწყობე მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- სასაწყობე პროცესებისა და მარაგების აღრიცხვის პრინციპების ცოდნა;
- SAP სისტემაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- Microsoft Office პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის კარგი ცოდნა;
- ანალიტიკური აზროვნებისა და დეტალებზე ორიენტირებულად მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
- გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვისა და სამუშაო პროცესების დაგეგმვის უნარი;
- პრობლემების დროული იდენტიფიცირებისა და ანალიზის უნარი.
მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.
თეგეტაში დაგხვდება:
- პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
- სამედიცინო დაზღვევა;
- სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზება და ფასდაკლება;
- მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.
თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - სასაქონლო‐მატერიალური მარაგების ინვენტარიზაციის უფროსი სპეციალისტი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

