ინვენტარიზაციის სპეციალისტი
- მისამართი
- თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე მდებარე კომპანიის მაღაზიები
- სამუშაო გრაფიკი
- დღეში 8 საათი, კვირაში 5 სამუშაო დღე (საჭიროებიდან გამომდინარე, არანორმირებული განრიგით მუშაობა)
- მთავარი მოთხოვნა
- Excel-ის საშუალო დონეზე ცოდნა (საბაზისო ფუნქციები: vlookup, sumifs, countifs, index, match, if, concatenate, ფილტრი, ბაზის დალაგება)
სრული აღწერა
21-09-2026 - 22-10-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული
„დრესაპ ჯგუფი“ 32 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.
კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.
„დრესაპ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას ინვენტარიზაციის სპეციალისტის პოზიციაზე ქ. თბილისში:
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: დღეში 8 საათი, კვირაში 5 სამუშაო დღე (საჭიროებიდან გამომდინარე, არანორმირებული განრიგით მუშაობა);
- სამუშაო ადგილი: თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე მდებარე კომპანიის მაღაზიები.
✨ რატომ Dressup?
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სამსახურში თავს დაფასებულად და კომფორტულად გრძნობდე, ამიტომ გთავაზობთ:
- კორპორატიულ ფასდაკლებას Dressup-ის მაღაზიებში;
- საიუბილეო და საქორწინო შვებულებას;
- საჩუქარს შვილის დაბადების შემთხვევაში;
- კარიერული განვითარებისა და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- FitPass-ის მომსახურებაზე განსაკუთრებულ პირობებს.
ამ პოზიციაზე შენი მოვალეობები იქნება:
- მაღაზიათა ქსელში/საწყობში არსებული მარაგების აღწერა და შედარება კომპანიის მიერ შემუშავებული სტანდარტების შესაბამისად;
- არსებული სასაქონლო ნაშთების პროგრამული და ფიზიკური მონიტორინგი;
- ინვენტარიზაციის პროცესის დაგეგმვა, ორგანიზება, წარმართვა, რეპორტის მომზადება.
შენგან კი დაგვჭირდება:
- ინვენტარიზაციის მიმართულების მუშაობის გამოცდილება (სასურველია საცალო გაყიდვების სფეროში);
- აუცილებელია Excel-ის საშუალო დონეზე ცოდნა (საბაზისო ფუნქციები: vlookup, sumifs, countifs, index, match, if, concatenate, ფილტრი, ბაზის დალაგება);
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
კანდიდატთა შერჩევა
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე ატვირთეთ 2026 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"დრესაპ ჯგუფი" 32 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi`s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.
კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.
"დრესაპ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ინვენტარიზაციის სპეციალისტის პოზიციაზე.
დაინტერესების შემთხვევაში გადადით ლინკზე და გაგვიზიარეთ რეზიუმე: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

