აჭარა ტექსტილი
ლოჯისტიკაინვენტარიზაციის სპეციალისტი
გამოქვეყნდა 22 ოქტბოლო ვადა: 18 ნოე
- ქალაქი
- ბათუმი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
სრული აღწერა
შპს „აჭარა ტექსტილი" აცხადებს ვაკანსიას ინვენტარიზაციის სპეციალისტის პოზიციაზე:
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- საწარმოში ძირითადი საშუალებებისა და მარაგების რეგულარული ინვენტარიზაციების დაგეგმვა, მათი ჩატარების უზრუნველყოფა და პროცესის მონიტორინგი;
- ინვენტარიზაციის შედეგების ანალიზი. ფიზიკურ და პროგრამულ ნაშთებს შორის აცდენის აღმოჩენის შემთხვევაში, მოკვლევა და მიზეზის დადგენა;
- ინვენტარიზაციის შედეგების პასუხისმგებელ პირებთან გავლა და დოკუმენტირება;
- ინვენტარიზაციის პროცესის გამართვასა და დახვეწაში მუდმივი ჩართულობა;
- უშუალო ხელმძღვანელისთვის რეგულარული ანგარიშების/მოხსენებების წარდგენა;
- საკუთარი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, ორგანიზაციის მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, უშუალო ხელმძღვანელის დავალებით, კომპეტენციის ფარგლებში, სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი);
- საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel);
- ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
- ბუღალტრული პროგრამის (ორისი) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- სწრაფი ადაპტაციის უნარი;
- ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
- სისწრაფე და მოქნილობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
თუ დაინტერესდით ჩვენი ვაკანსიით და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე მისამართზე: Akaki.buadze@ajaratextile.com სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ბუღალტერი - ინვენტარიზაციის სპეციალისტი" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საშუალო რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- გამოცდილება აუცილებელია
- გამოცდილება 1 წლიდან
- ენები
- ქართული,თურქული
- ენები
- ქართული, თურქული
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
