ინვენტარიზაციის სპეციალისტი
- ბენეფიტები
- ჯანმრთელობის დაზღვევა · Fitpas · მზარდი ანაზღაურება
სრული აღწერა
აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელი "Moore Global Network Limited"-ის დამოუკიდებელი წევრი კომპანია "Moore Abc", რომელიც რეგისტრირებულია აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრში, რომელსაც მინიჭებული აქვს სდპ აუდიტის უფლებამოსილება, აცხადებს ვაკანსიას ინვენტარიზაციის სპეციალისტის პოზიციაზე (www.moore-georgia.ge www.moore-georgia.ge) — ბმულის გახსნა.
აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელი "Moore Global Network Limited" — წარმოდგენილია 116 ქვეყანაში 600-ზე მეტი ოფისით და 37, 000-ზე მეტი თანამშრომლით. ქსელის წლიური შემოსავალი შეადგენს 5.1 მილიარდ აშშ დოლარს (www.moore-global.com www.moore-global.com) — ბმულის გახსნა.
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- Fitpas;
- მზარდი ანაზღაურება;
- უწყვეტი პროფესიონალური ტრენინგები;
- ჰიბრიდული სამუშაო განაკვეთი;
- პიროვნული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
- მეგობრული სამუშაო გარემო, სადაც გუნდური მუშაობა და იდეების გაზიარება არის წახალისებული;
- ახლო სამუშაო კონტაქტი კლიენტებთან და საერთაშორისო პროექტებში ჩართვის შესაძლებლობა კარიერის ადრეული პერიოდიდან;
- ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე საინტერესო ინიციატივებში მონაწილეობას.
ძირითადი მოვალეობები:
- წინასწარ შეთანხმებული სამუშაო გეგმის შესაბამისად, ობიექტებზე სრული ან შერჩევითი ინვენტარიზაციის განხორციელება;
- პროექტის სპეციფიკისა და ობიექტის მახასიათებლების გათვალისწინებით, ინვენტარიზაციის პროცესის დაგეგმვა და სამუშაოს შესრულებისთვის საჭირო დროის განსაზღვრა;
- ინვენტარიზაციის პროცესში გამოვლენილი შეუსაბამობებისა და გადაცდომების იდენტიფიცირება და მათზე დროული რეაგირება;
- ინვენტარიზაციის შედეგების შეჯამება და შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშების მომზადება;
- უშუალო ხელმძღვანელის მითითებებისა და სამუშაო ინსტრუქციების დაცვა, დაკისრებული დავალებების ხარისხიანად და განსაზღვრულ ვადებში შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მომიჯნავე მიმართულებით;
- ინვენტარიზაციის, მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ინვენტარიზაციის პროცესისა და ძირითადი სააღრიცხვო პრინციპების ცოდნა;
- კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook).
პიროვნული თვისებები:
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- ორგანიზებულობა, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- კრიტიკულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@moore.ge და მიუთითოთ პოზიცია — "ინვენტარიზაციის სპეციალისტი".
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
