ინვენტარიზატორი
გამოქვეყნდა 21 ოქტბოლო ვადა: 21 ნოე
- ანაზღაურება
- 1 200 ₾
სრული აღწერა
კომპანია "მარშე" 2012 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და დაარსებიდან დღემდე ზრდისა და განვითარების პროცესს უწყვეტად განაგრძობს. ამ ეტაპზე წარმოების 4 ძირითადი მიმართულება გვაქვს: თევზეული, ძეხვეული, ნახევარფაბრიკატები, პურ-ფუნთუშეული.
კომპანია "მარშე" აცხადებს ვაკანსიას ინვენტარიზატორის პოზიციაზე.
პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი (თ. ერისთავის ქუჩა N 5).
სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-18:00 საათამდე.
ანაზღაურება: 1200 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
- საწარმოში არსებული ნედლეულის, დამხმარე და შესაფუთი მასალების, მზა პროდუქციისა და სხვა მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა;
- საწარმოო ინვენტარის, ხელსაწყოების, აღჭურვილობისა და ძირითადი საშუალებების რეესტრის წარმოება და განახლება;
- ინვენტარისა და მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი ნაშთების პერიოდული შემოწმება და სააღრიცხვო მონაცემებთან შედარება;
- ინვენტარისა და მასალების მიღების, გაცემის, გადაადგილებისა და პასუხისმგებელ პირებზე გადაცემის აღრიცხვა და კონტროლი;
- გეგმური და პერიოდული ინვენტარიზაციის ჩატარება, შედეგების დოკუმენტირება და ანგარიშგება;
- ფაქტობრივ და სააღრიცხვო მონაცემებს შორის სხვაობების, დანაკლისისა და დაზიანებული ან გამოუსადეგარი ინვენტარის გამოვლენა და ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის მიწოდება;
- ნედლეულის, მასალებისა და ინვენტარის ნაშთების მონიტორინგი და შესაბამისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოება.
საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- სასაქონლო ოპერაციების ცოდნა;
- ორგანიზებულობა და დისციპლინა;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი.
თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
- გუნდურ სამუშაო გარემოს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე შემდეგ მისამართზე: jobs@marshe.ge და წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

