ინტერვიუერი - სტაჟირება
- მისამართი
- თბილისი, ზაარბრიუკენის მოედანი #2
- კატეგორია
- ადმინისტრაცია/მენეჯმენტი
სრული აღწერა
სს „სილქ ბანკი“ აცხადებს ვაკანსიას ინტერვიუერის პოზიციაზე (სტაჟირება)
სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე, სტაჟირების დასრულების შემდეგ დასაქმების შესაძლებლობით
სამუშაო განაკვეთი: ნახევარი განაკვეთი (კვირაში 20 საათი)
სამუშაო ადგილი: თბილისი, ზაარბრიუკენის მოედანი #2
ფუნქცია-მოვალეობები:
- რაოდენობრივი კვლევების ჩატარება;
- კვლევებიდან მთავარი ინსაითების წამოღება;
- კლიენტებთან სიღრმისეული ინტერვიუების ჩატარება;
- ინტერვიუების ანალიზი და მთავარი pain/pleasure points გამოკვეთა;
- საველე სამუშაოებში ჩართულობა და brainstorming-ში მონაწილეობა კვლევის დიზაინის შესახებ.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სოციოლოგიის პროგრამის მოქმედი სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
- გამოცდილება კვლევების მიმართულებით;
- ინტერესი მომხმარებელთა კვლევის კუთხით;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ეფექტური კომინიკაციის უნარი და ემპათიურობა.
დამატებითი ბენეფიტები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- კორპორატიული შეთავაზებები.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 15 ოქტომბერი
გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შემდგომი დასაქმების მიზნით, სს „სილქ ბანკი“ (ს/ნ 201955027; მის.: თბილისი, ზაარბრიუკენის მოედანი N2; ტელ: 995 322 242 242; : ) ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების (როგორიცაა სამუშაო გამოცდილება, განათლება, პროფესიული აქტივობები/მიღწევები, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია) დამუშავებას (მათი მიღების, გამოყენების, ანალიზის, გაზიარების, განხილვის, შენახვის თუ წაშლა/განადგურების ფორმით) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის შესაბამისად.
მონაცემები მუშავდება ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმების (შერჩევის პროცესის დასრულების) ვადით და შემდგომ იშლება/ნადგურდება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა. ინფორმაცია შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნითაც, მონაცემების მიღებიდან 1 (ერთი) წლის ვადით. ვაკანსიაზე CV-ის გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, ბანკის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე.
აქვე გაცნობებთ, რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გარანტირებული თქვენი უფლებები დაცულია. შეგიძლიათ ნებისმიერ დროს უარი განაცხადოთ თქვენ მიერ გაცემულ თანხმობაზე, რაც გულისხმობს თანხმობის უკან გამოხმობის შესაძლებლობას ყოველგვარი უარყოფითი შედეგების გარეშე. ამავდროულად, თანხმობის გამოხმობისას შეწყდება თქვენი მონაცემების დამუშავება, თქვენი განცხადების განხილვა, შესაბამისად გამოეთიშებით (სხვა ვაკანსიაზე განხილვის მიზნით თქვენი მონაცემების შემდგომ დამუშავებაზე გაცემული თანხმობის გამოხმობის შემთხვევაში, ჩვეულებრივ გააგრძლებთ კონკურსში მონწილეობას) წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში შესარჩევ კონკურსს. თანხმობის გამოხმობის მიზნით გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ზემოაღნიშნულ საკონტაქტო მონაცემებზე.
ბანკის მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის გაცნობა შეგიძლიათ აქ (კონფიდენციალურობის პოლიტიკა silkbank.ge — ბმულის გახსნა.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
silk bank აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ინტერვიუერი- სტაჟირება.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

