ინტერიერის დიზაინის კურსის ტრენერი
- ქალაქი
- თბილისი
სრული აღწერა
"IBL — International Business Lab" აცხადებს ვაკანსიას ინტერიერის დიზაინის კურსის ტრენერის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
კომპანიის შესახებ:
IBL ქართული აუთსორსინგული კომპანიაა, რომელიც 2010 წლიდან საქმიანობს და ბუღალტრული აღრიცხვისა და IT მიმართულებით 489 კომპანიას ემსახურება. კომპანიის საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებაა პროფესიული სასწავლო კურსები, რომლებიც სტუდენტებს პრაქტიკული ცოდნის მიღებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას სთავაზობს.
პოზიციის შესახებ:
ვეძებთ ინტერიერის დიზაინის კურსის ტრენერს, რომელიც გაუძღვება სასწავლო პროცესს და სტუდენტებს შეასწავლის ინტერიერის დიზაინის სფეროში მუშაობისთვის საჭირო პრაქტიკულ ცოდნასა და უნარებს. სწავლების ძირითადი მიმართულებებია ArchiCAD და 3ds Max.
ძირითადი მოვალეობები:
- ArchiCAD-ისა და 3ds Max-ის სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა;
- პროგრამების ფუნქციონალისა და პრაქტიკული გამოყენების სწავლება;
- ინტერიერის დიზაინის პროექტებზე მუშაობის პრინციპების გაცნობა;
- პრაქტიკული დავალებებისა და სავარჯიშოების მომზადება;
- სტუდენტების პროგრესის შეფასება და უკუკავშირის მიწოდება;
- სტუდენტების პრაქტიკული უნარებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
- სასწავლო პროცესის ხარისხისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ინტერიერის დიზაინის მიმართულებით მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- ArchiCAD-ისა და 3ds Max-ის პროგრამების ცოდნა და პრაქტიკული გამოყენების გამოცდილება;
- ინტერიერის დიზაინის პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;
- პროგრამებში პრაქტიკული პროექტების შექმნისა და ვიზუალიზაციის უნარი;
- ცოდნის ეფექტურად გადაცემისა და პრაქტიკული სწავლების უნარი;
- კარგი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები;
- ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს თუ გაქვთ ინტერიერის დიზაინის მიმართულებით მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება, კარგად ფლობთ ArchiCAD-ისა და 3ds Max-ის პროგრამებს და გსურთ თქვენი პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, სტუდენტების განვითარებასა და მათ პროფესიულ წინსვლაში წვლილის შეტანა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@ibl8.com გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება — "ინტერიერის დიზაინის კურსის ტრენერი"
მოხარული ვიქნებით, გავეცნოთ თქვენს გამოცდილებასა და პროფესიულ ხედვას და განვიხილოთ IBL-ის გუნდთან თანამშრომლობის შესაძლებლობა.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 20.11.2026
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
