ინსპექტორი, ოპერატორი
- მისამართი
- ქ. თბილისი, გლდანი, ქერჩის ქუჩა 10
სრული აღწერა
კომპანია "დაჯი" 28 წელია წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს ბაზარზე.
ჩვენი გუნდი მუდმივ განვითარებაზეა ორიენტირებული და მომხმარებელს ყოველთვის მაღალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს.
ტექ-ინსპექტირების კომპანია "დაჯი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:
- ინსპექტორი
ფუნქცია-მოვალეობები:
- მომხმარებლებთან კომუნიკაცია;
- პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის მართვა და კეთილსინდისიერად შესრულება;
- ინსპექტირების პროცესში უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ინჟინრის ან ტრანსპორტის მომსახურების სფეროში უმაღლესი ან პროფესიული განათლება;
- მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ინსპექტირების ცენტრში ან ავტო მომსახურების სფეროში;
- მართვის მოწმობა;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 დღე
ანაზღაურება: 1800 ლარი
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, გლდანი, ქერჩის ქუჩა 10;
- ოპერატორი
ფუნქცია-მოვალეობები:
- ტექ. დათვალიერებისთვის ავტომანქანის დარეგისტრირება;
- კომპეტენციის შესაბამისი სხვა დავალებების შესრულება, კომპანიის საჭიროებებიდან გამომდინარე.
ძირითადი მოთხოვნები:
- მომხმარებელთან სწორი, პოზიტიური კომუნიკაცია;
- პროგრამის ათვისება, რომელშიც ოპერატორი დაარეგისტრირებს ავტოსატრანსპორტო საშუალებებს;
- საოფისე პროგრამების (Excel; Word) მაღალ დონეზე ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
- შრომისმოყვარეობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე, საქმისადმი ერთგულება, პუნქტუალურობა;
- კომპიუტერული პროგრამის ათვისების უნარი;
- პრეზენტაბელურობა მომხმარებელთან ურთიერთობისას.
ოპერატორის პოზიციაზე მომუშავე პიროვნებას აქვს პერსპექტივა სურვილისა და მონდომების შემთხვევაში ჩააბაროს შესაბამისი გამოცდები და ტექ. ინსპექტირების სფეროში აიმაღლოს კვალიფიკაცია, რაც ხელს შეუწყობს როგორც, პოზიციურ წინსვლაში, ასევე დადებითად აისახება მის ანაზღაურებაზე.
სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 დღე
ანაზღაურება: 1500 ლარი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hrpticenter@gmail.com. გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject")მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე დამუშავებული და შენახული იქნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად.
შპს "დაჯი" გისურვებთ წარმატებებს!
დეტალებისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 557770090
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- ანაზღაურების პირობები
- ანაზღაურება: 1800 ლარი ანაზღაურება: 1500 ლარი
- ანაზღაურების პირობები
- 1800 ლარი · 1500 ლარი
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
