ინგლისური ენის მასწავლებელი
- მისამართი
- რუსთავი, მშვიდობის ქ #2, რუსთავის აზოტის საწარმო
სრული აღწერა
სს "რუსთავის აზოტი" 2023 წლიდან არის "ინდორამა კორპორაციის" გუნდის წევრი.
სს "რუსთავის აზოტი" წარმოადგენს რეგიონში უდიდეს ქიმიურ საწარმოს, რომელშიც 2000-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული და რომელიც ერთადერთი მწარმოებელია სამრეწველო ქიმიკატებისა და მინერალური სასუქების მიმართულებით.
სს "რუსთავის აზოტი" აცხადებს ვაკანსიას ინგლისური ენის მასწავლებლის პოზიციაზე.
ლოკაცია: რუსთავი, მშვიდობის ქ #2, რუსთავის აზოტის საწარმო
ძირითადი მოვალეობები:
- სამიზნე აუდიტორიის საჭიროებების გათვალისწინებით, პრაქტიკული და მასზე მორგებული 6-თვიანი სასწავლო პროგრამების შემუშავება;
- სწავლების პროცესში სიმულაციების, როლური თამაშების, გუნდური აქტივობებისა და პრაქტიკული სავარჯიშოების შემუშავება და გამოყენება;
- მონაწილეების რეალურ სამუშაო გარემოსთან დაკავშირებული სიტუაციების მოდელირება;
- ყოველდღიურ და სამუშაო კომუნიკაციაში გამოსაყენებელი პრაქტიკული ფრაზებისა და ლექსიკის სწავლება;
- სასწავლო მასალებისა და პრაქტიკული რესურსების მომზადება;
- მონაწილეების პროგრესის პერიოდული შეფასება და პროგრამის საჭიროებისამებრ ადაპტირება.
- მენეჯმენტისთვის სასწავლო პროცესის მიმდინარეობისა და მიღწეული შედეგების შესახებ ყოველთვიური ანგარიშის მომზადება და წარდგენა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება შესაბამისი მიმართულებით;
- ინგლისური ენის C1/C2 დონეზე ცოდნა;
- ზრდასრულთა სწავლების გამოცდილება;
- სასწავლო პროგრამის დამოუკიდებლად დაგეგმვისა და განხორციელების გამოცდილება;
- პრაქტიკული სწავლების მეთოდების გამოყენების გამოცდილება;
- განსხვავებული კულტურისა და ენობრივი გამოცდილების მქონე ჯგუფებთან მუშაობის უნარი (სასურველია);
- ძლიერი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები;
- კრეატიული, მოქნილი და შედეგზე ორიენტირებული მიდგომა.
პროგრამის მიზანი და სამუშაო ფორმატი
პროგრამის მიზანია, მონაწილეებმა განივითარონ ყოველდღიურ და სამუშაო გარემოში ეფექტური კომუნიკაციისთვის საჭირო ენობრივი უნარები და შეძლონ შესაბამისი ენის გამოყენება რეალურ სიტუაციებში - დამოუკიდებლად, თავდაჯერებულად და პრაქტიკულად.
სამუშაო ფორმატი: 6-თვიანი პროგრამა, ფიზიკური სწავლება კომპანიის ტერიტორიაზე, დაახლოებით, 20-25 მონაწილისგან შემდგარ ჯგუფში. სწავლების შინაარსი და ტემპი უნდა იყოს მორგებული მონაწილეთა ენობრივ დონესა და პრაქტიკულ საჭიროებებზე.
განაცხადის წარდგენა:
- გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: rustaviazot.hr@ge.indorama.com
- ელ-ფოსტის Subject-ის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება
- განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 31 ოქტომბერი
- გაითვალისწინეთ, დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს
გისურვებთ წარმატებას!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
