ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის, კოორდინაციისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 3 200 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 1 წელი
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება:
ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის, კოორდინაციისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
კატეგორია:
ზედამხედველობა
განცხადების ბოლო ვადა:
08.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
3200 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
12 თვე
ფუნქციები:
- ინფრასტრუქტურული პროექტების და შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესის ზედამხედველობის განხორციელებაში მონაწილეობა;
- ინფრასტრუქტურული პროექტებით გათვალისწინებული ცალკეული აქტივობების შესრულების პროცესის მონიტორინგის პროცესში მონაწილეობა;
- ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებული ინიციატივების, დაგეგმარების, შეფასებისა და სათანადო დოკუმენტაციის განხილვასა და შემუშავებაში მონაწილეობა;
- ინფრასტრუქტურული პროექტების სრულყოფისა და განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა;
- სამინისტროს სტუქტურული ერთეულებისგან, სისტემაში შემავალი და მართვაში არსებული სუბიექტებისგან და სხვა კომპეტენტური უწყებებისგან უფლებამოსილების შესრულების მიზნით საჭირო ინფორმაციის, მათ შორის, სათანადო დოკუმენტაციის გამოთხოვა და ანალიზი;
- სამინისტროს სტუქტურული ერთეულებთან, სისტემაში შემავალ და მართვაში არსებულ სუბიექტებთან და სხვა კომპეტენტური უწყებებთან თანამშრომლობის მიზნით სამუშაო შეხვედრების ორგანიზება;
- ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისა და ცალკეული სამუშაოების შესრულების მდგომარეობის შემოწმებაში, ანალიზსა და შეფასებაში მონაწილეობა, მათ შორის, ადგილზე ვიზიტების დაგეგმვა და განხორციელება;
- მინისტრისტის ან კურატორი მინისტრის მოადგილისთვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პერიოდული და წლიური ანგარიშების, დასკვნების, წინადადებების და რეკომენდაციების მომზადებაში მონაწილეობა;
- კომპეტენციის ფარგლებში, სამართლებრივ აქტებთან დაკავშირებით, მათ შორის, პოლიტიკის დოკუმენტის თაობაზე წინადადებების შემუშავებაში, აგრეთვე, სამინისტროში შემოსული სამართლებრივი აქტებისა და პოლიტიკის დოკუმენტების განხილვაში და წინადადაებების მომზადებაში მონაწილეობა;
- დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი სამართლებრივი აქტების შემუშავება და შემუშავების პროცესში მონაწილეობის მიღება;
- დეპარტამენტში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირების მიზნით საპასუხო დოკუმენტაციის პროეტების მომზადება;
- საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოვალეობების განხორციელება
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
1 წელი
პროფესია:
არქიტექტურა და მშენებლობა/მშენებლობის ინჟინერია და მენეჯმენტი
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;
- საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესისშესახებ“;
- საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“;
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
- საქართველოს კანონი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“;
- საქართველოს კანონი „საავტომობილო გზების შესახებ“;
- განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული და ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემისა წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №257 დადგენილება);
- მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილება;
- „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 17 სექტემბრის №449 დადგენილება.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
12, ალ. ყაზბეგის გამზირი, 0160, თბილისი, საქართველო
საკონტაქტო ტელეფონები:
593314196
საკონტაქტო პირი:
ეკატერინე ციმაკურიძე
დამატებითი მოთხოვნები:
სამუშაო გამოცდილება:
სავალდებულო - პროექტების მართვის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1 წლის სამუშაო გამოცდილება.
სასურველი - არქიტექტურის, მშენებლობის ინჟინერიის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.
სასურველი - ინგლისური ენის ცოდნის B2 დონე
კომპეტენციები და უნარ-ჩვევები:
ა) ანალიტიკური აზროვნების უნარი;
ბ) გუნდური მუშაობის უნარი;
გ) დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
დ) ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
ე) საკუთარი საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
ვ) დროის ეფექტიანი მართვის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
კონკურსანტმა კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადი უნდა წარადგინოს მხოლოდ ელექტრონული ფორმით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის vacancy.hr.gov.ge მეშვეობით.
კანდიდატმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე - vacancy.hr.gov.ge სავალდებულოა, ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლ(ებ)ი (უცხოურ ენაზე გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში, ასევე, ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი და უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული საქართველოში აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საჭიროების შემთხვევაში);
ბ) შრომის წიგნაკის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტ(ებ)ის ასლ(ებ)ი (უცხოურ ენაზე გაცემული ცნობის არსებობის შემთხვევაში, ასევე, ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი). აღნიშნულ დოკუმენტში მოცემული ინფორმაცია უნდა შეესაბამებოდეს შესაბამისი ვაკანტური თანამდებობისთვის დადგენილ დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებით განსაზღვრულ სამუშაო სფეროს და მოთხოვნილი სამუშაო გამოცდილების ხანგრძლივობას.
აღნიშნული დოკუმენტების წარმოუდგენლობის/არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში, კანდიდატი ვერ მიიღებს კონკურსში მონაწილეობას.
კანდიდატი ვალდებულია, დამსაქმებელს მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია საკონკურსო მოთხოვნებთან დაკავშირებით.
კანდიდატი, რომელიც განაცხადის გადარჩევის საფუძველზე, ვერ დააკმაყოფილებს დადგენილ საკონკურსო მოთხოვნებს, ასევე, სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტების წარუდგენლობის შემთხვევაში, ვერ გააგრძელებს კონკურსში მონაწილეობას.
კანდიდატი, რომელიც კონკურსის პირველ ეტაპს (კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილი განაცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა) ვერ გაივლის, კონკურსის მომდევნო ეტაპამდე 7 კალენდარული დღით ადრე, განაცხადში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე, მიიღებს ინფორმაციას მის მიერ წარდგენილი განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შესახებ, ხოლო კანდიდატის მოთხოვნის შემთხვევაში – შეუსაბამობის მიზეზს.
კონკურსის მე-2 ეტაპზე შეფასება განხორციელდეს ქულათა სისტემით, რაც გულისხმობს მაქსიმალური 10 ქულითა და მინიმალური 0 ქულით შეფასებას. შეფასება განხორციელდება, როგორც ზეპირი დავალების, ისე - გასაუბრების.
კანდიდატებს კონკურსის თითოეული ეტაპის შედეგების შესახებ ინფორმაცია ეცნობებათ განაცხადში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.
ზეპირი დავალებისა და გასაუბრების პროცესის გამჭვირვალობის მიზნით, შესაძლოა, განხორციელდეს ზეპირი დავალებისა და გასაუბრების აუდიო ჩაწერა, კანდიდატის თანხმობით.
გასაუბრებაზე დაიშვებიან მხოლოდ შერჩევის შედეგად შემდეგ ეტაპზე გადასული კანდიდატები, ასევე, დაესწრებიან უფლებამოსილი პირები.
მოხელის სტატუსის არმქონე პირი მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე მიიღება გამოსაცდელი ვადით. მოხელის გამოსაცდელი ვადაა 12 თვე.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ქულათა სისტემით, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
