ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სამსახურის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის განყოფილების მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (ტრანსპორტის მიმართულება)
- ანაზღაურება
- 2 400 ₾
- ქალაქი
- ოზურგეთი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება:
ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სამსახურის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის განყოფილების მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (ტრანსპორტის მიმართულება)
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია
კატეგორია:
ტრანსპორტი
განცხადების ბოლო ვადა:
12.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
2400 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
ოზურგეთი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
12 თვე
ფუნქციები:
- ახორციელებს არსებული ინფრასტრუქტურული ობიექტების ანალიზს და ეფექტიანობის შეფასებას;
- ადგენს პროექტების პრიორიტეტებს მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის გათვალისწინებით;
- კოორდინაციას უწევს პროგრამების განხორციელებას და მონიტორინგს უკეთებს შესრულების ხარისხსა და დროში;
- უზრუნველყოფს პროგრამების ფინანსურ და ტექნიკურ უზრუნველყოფას, საჭირო რესურსების განსაზღვრას;
- მონაწილეობს ინფრასტრუქტურული ობიექტების მონიტორინგში, შესრულებული სამუშაოების შესახებ პირველადი მონაცემების შეგროვებასა და ანგარიშგებისათვის საჭირო მასალების მომზადებაში;
- ახორციელებს რეგულარულ შემოწმებებს ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების და წყალმომარაგების სისტემებზე;
- უზრუნველყოფს გზების, ხიდების და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების ტექნიკურ მომსახურებას;
- უზრუნველყოფს მომსახურების, რეაბილიტაციისა და ტექნოლოგიური სტანდარტების დაცვას;
- ქმნის მონაცემთა ბაზას ინფრასტრუქტურის მდგომარეობის შესახებ, განახორციელებს მონაცემების სისტემატიზაციას;
- მონაწილეობს ინფრასტრუქტურულ საკითხებზე მომზადებული წერილების, ცნობების, ანგარიშებისა და სხვა ადმინისტრაციული დოკუმენტების პროექტების მომზადებაში;
- უზრუნველყოფს უსაფრთხოების სტანდარტებისა და კანონმდებლობის დაცვას;
- აგროვებს ინფორმაციას ადმინისტრაციული ერთეულებიდან და უშუალოდ მოქალაქეებიდან;
- უზრუნველყოფს საკითხების სამართლებრივი, ეკონომიკური და ტექნიკური საფუძვლის არსებობას;
- კოორდინაციას უწევს პროექტების განხორციელებას ტექნიკური პრობლემების აღმოჩენის შემთხვევაში;
- მონაწილეობს საშუალოვადიანი და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმების შემუშავებაში;
- უზრუნველყოფს მონაცემების ხელმისაწვდომობას მუნიციპალიტეტის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან;
- ადმინისტრაციული მხარდაჭერა, მათ შორის საბუთების აღრიცხვა, არქივირება და მართვის პროცედურების დაცვა;
- სამსახურისა და განყოფილების ხელმძღვანელთა დავალებით უზრუნველყოფს შესაბამისი ინფორმაციის მოძიებას, აღრიცხვასა და დამუშავებას მერიის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში;
- მონაცემთა, პროგრამულ სიახლეებსა და სამოქალაქო ინფორმაციის კონტენტის მომზადება და გადაცემა განყოფილების და სამსახურის უფროსთან შეთანხმებით შესაბამისი სამსახურისთვის, რათა უზრუნველყონ საჯარო და ელექტრონულ პლატფორმებში სამართლებრივი სტანდარტების შესაბამისად გამოქვეყნება;
- მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულებებისა და შესაბამის სამართლებრივი აქტების ფარგლებში განყოფილების ფუნქციების განხორციელება;
- სამსახურის უფროსის და განყოფილების უფროსის მითითებით სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში, რომლებიც მოითხოვს პროცესების ეფექტიან კოორდინაციას.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
2 წელი
საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;
გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ) ევროპული ქარტია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“;
ე) ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი’’;
ვ),,კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ კანონი;
ზ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება N22
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ოზურგეთი, კოსტავს ქ. N1
საკონტაქტო ტელეფონები:
551 26 26 73; 595 96 96 21
საკონტაქტო პირი:
ხათუნა სურგულაძე; რუსუდან გიორგაძე
დამატებითი მოთხოვნები:
ა)საჯარო სამსახურში სატრანსპორტო სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;
ბ) ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
გ) კომპლექსური აზროვნების უნარი;
დ) სტრუქტურული ერთეულისა და ინდივიდუალური ამოცანების დასახვის უნარი;
ე) ცვლილებების ინიციირებისა და მართვის უნარი;
ვ) თათბირებისა და შეხვედრების წარმართვის უნარი;
ზ) მოხელის პროფესიული განვითარების, შეფასებისა და მოტივირების უნარი;
თ) პრობლემების გადაჭრისა და კონფლიქტების მართვის უნარი;
ი) გუნდის განვითარების უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
- მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე (vacancy.hr.gov.ge) - ,,ჩემი რეზიუმეში“- კანდიდატმა უნდა ატვირთოს:
ა)„განათლების“ ბლოკში - განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი დასკანერებული;
ბ)„სამოტივაციო წერილის“ ბლოკში - სამოტივაციო წერილი;
გ)„რეკომენდატორების“ ბლოკში - ერთი რეკომენდაცია მაინც სამუშაო ადგილიდან (მიმდინარე ან წინა) რეკომენდატორის მიერ ხელმოწერით დადასტურებული;
დ) "სამუშაო გამოცდილების " ბლოკში სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი შრომის წიგნაკი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტ(ებ)ი;
- საკონკურსო განაცხადი (შემდეგში კონკურსი) გამოქვეყნდეს ოქმის ხელმოწერიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის განმავლობაში მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის (vacancy.hr.gov.ge) მეშვეობით.
- კონკურსში მონაწილეობისთვის კანდიდატის მიერ განცხადება წარდგენილი უნდა იქნეს მხოლოდ ელექტრონულად მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის (vacancy.hr.gov.ge) მეშვეობით, კონკურსის გამოცხადების დღიდან 5 კალენდარული დღის ვადაში.
- კანდიდატის შეფასება განხორციელდეს შემდეგ ეტაპებად:
ა)განცხადებების გადარჩევა (რომლის მიხედვითაც კონკურსის შემდეგ ეტაპზე მონაწილეობას გააგრძელებენ და გასაუბრების ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც განცხადებ(ებ)ის (აპლიკაციების) გადარჩევის საფუძველზე დააკმაყოფილებენ დადგენილ მოთხოვნებს;
ბ)გასაუბრება.
- ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ვაკანტურ თანამდებობაზე გამოსაცხადებელი შიდა და ღია კონკურსის პირველ ეტაპზე წარდგენილი განცხადებების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა უზრუნველყოს ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელმა პირმა, განცხადებების წარდგენისათვის განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან 10 კალენდარული დღის ვადაში.
- კონკურსის მომდევნო ეტაპამდე 7 კალენდარული დღით ადრე, ხოლო თუ ბოლო კალენდარული დღე დასვენების ან უქმე დღეს ემთხვევა – მომდევნო სამუშაო დღის ჩათვლით, კომისია ვალდებულია, ელექტრონულად ან/და წერილობით აცნობოს კანდიდატს მის მიერ წარდგენილი განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შესახებ.
- გასაუბრებაზე კანდიდატები კომისიის წევრების მხრიდან ფასდებიან დამოუკიდებლად;
- გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება სხდომის თავმჯდომარის ხმა.
- კომისიის სხდომის ოქმი მისი შედგენიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა, ხოლო თუ ბოლო კალენდარული დღე დასვენების ან უქმე დღეს ემთხვევა – არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, წარედგინება პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირს.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემის საფუძველზე, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
