ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სამსახურის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმვის განყოფილების უფროსი
- ანაზღაურება
- 3 200 ₾
- ქალაქი
- ოზურგეთი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მეორე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
პოზიციის დასახელება:
ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სამსახურის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმვის განყოფილების უფროსი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია
კატეგორია:
მართვა/მენეჯმენტი
განცხადების ბოლო ვადა:
12.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
3200 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
ოზურგეთი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
12 თვე
ფუნქციები:
- წარმართავს არქიტექტურის განყოფილების ყოველდღიურ საქმიანობას, უზრუნველყოფს განყოფილების ფუნქციების სრულ, ეფექტიან და სამართლებრივად დაცულ შესრულებას.
- განსაზღვრავს განყოფილების სამუშაო სტრატეგიას, გეგმებს და პრიორიტეტებს, კოორდინაციას უწევს პროექტების მომზადებასა და განხორციელებას.
- ხელს უწყობს განყოფილების თანამშრომლების ეფექტურ კოორდინაციას, მათ პროფესიულ განვითარებას და სამუშაოს ხარისხის შეფასებას.
- უზრუნველყოფს შემოსული დოკუმენტაციის, პროექტების, ნებართვების, გეგმარებითი და არქიტექტურული პროექტების აღრიცხვას, კონტროლს და მონაცემთა ბაზაში შეყვანას.
- ახორციელებს პროექტების სამართლებრივი, ტექნიკური და ნორმატიული შესაბამისობის შემოწმებას.
- ადმინისტრაციული ბრძანებების პროექტების მომზადება, მათი შინაარსობრივი და ფორმალური შესაბამისობის უზრუნველყოფა მოქმედ კანონმდებლობასთან.
- იღებს მონაწილეობას გეგმური ანგარიშების, კვლევების და დასკვნების მომზადებაში, საჭიროების შემთხვევაში.
- უზრუნველყოფს მერიის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებთან მიმართებით შესაბამისი ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებასა და ანალიზს.
- თანამშრომლობს მერიის სხვა განყოფილებებთან, საჯარო და კერძო სექტორთან, რათა უზრუნველყოს ურბანული დაგეგმარების, მიწათსარგებლობისა და სამშენებლო ნებართვების საკითხებში გადაწყვეტილებების კანონიერება.
- ხელმძღვანელობს არქიტექტურული პროექტების შემოწმებასა და შემუშავებას, უზრუნველყოფს პროექტების შესაბამისობას ინჟინერიის, ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვისა და უსაფრთხოების სტანდარტებთან.
- კოორდინაციას უწევს არქიტექტურულ პროექტებთან დაკავშირებულ საჯარო პროცესებს, პროექტების განხილვას და შეთანხმებას.
- ახორციელებს ყველა საჭირო დოკუმენტის მომზადების და შედგენის, მონიტორინგს რომელიც აუცილებელია შენობის ლეგალიზაციისათვის.
- აკონტროლებს ადმინისტრაციული წარმოების ვადების, პროცედურებისა და ფორმალური მოთხოვნების დაცვას.
- ასრულებს სხვა ოპერატიულ დავალებებს, რომლებიც განსაზღვრულია სამსახურის უფროსის ან მერის ინსტრუქციით, მათ შორის ტექნიკური ან ადმინისტრაციული მხარდაჭერა.
- ხელმძღვანელობს განყოფილების მიერ წარმოებულ სამუშაოს ხარისხის მონიტორინგს, უზრუნველყოფს პროექტების, ნებართვების და დოკუმენტაციის შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან.
- უზრუნველყოფს განყოფილების საქმიანობის გამჭვირვალობასა და საჯაროობას, ხელს უწყობს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში.
- აწარმოებს ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური ასპექტების შეფასებას სივრცითი დაგეგმარების პროექტებში.
- მონაწილეობს ურბანული განვითარების, სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო მიმართულების გაუმჯობესების პროგრამების შემუშავებაში.
- მონაწილეობს საკვლევ საპროექტო სამუშაოებში რათა განსაზღვროს ურბანული/სივრცითი პროექტების ეფექტიანობა.
- იძლევა რეკომენდაციებს ახალი პროექტების, ტერიტორიული განვითარების, ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებების და განაშენიანების რეგულაციების შემუშავებისათვის.
- მონიტორინგს უკეთებს სივრცითი დაგეგმარების პროექტების შესაბამისობას კანონმდებლობასა და ქალაქთმშენებლობის სტანდარტებთან.
- მიწის ნაკვეთებისა და სხვა უძრავი ქონების ობიექტების სივრცითი გაყოფისა და გაერთიანების საკითხების განხილვა, შესაბამისი დოკუმენტაციის შეფასება და -მოქმედი კანონმდებლობისა და მუნიციპალიტეტის სივრცითი დაგეგმარების დოკუმენტების შესაბამისად ადმინისტრაციული გადაწყვეტილების მიღების პროცესის უზრუნველყოფა.
- იღებს გადაწყვეტილებებს საქმიანობის ოპტიმიზაციის, სტრუქტურული გაუმჯობესებისა და პროცედურული დისციპლინის უზრუნველყოფის მიზნით.
- პროგრამებისა და პროექტების შესრულების მონიტორინგი, საჭირო რეკომენდაციების მომზადება და პროგრამების ეფექტიანობის უზრუნველყოფა.
- განყოფილების სამართლებრივი დოკუმენტაციის შესაბამისობის უზრუნველყოფა.
- უზრუნველყოფს შემოსული საპროექტო დოკუმენტაციის სამართლებრივი, ტექნიკური და სტრუქტურული შემოწმების ხარისხს.
- საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარებისა და სამუშაო პროცესის სტანდარტიზაციის და ეფექტურობის უზრუნველყოფა.
- სხვადასხვა ტიპის შეხვედრებში მონაწილეობა, განყოფილების პოზიციების წარმომადგენლობის უზრუნველყოფა, კომუნიკაციის სამართლებრივი და ადმინისტრაციული წესრიგის დაცვა. (საჭიროების შემთხვევაში)
- სტატისტიკური მონაცემების სისტემატური აღრიცხვა და დოკუმენტირება ადმინისტრაციული და სამართლებრივი სტანდარტების შესაბამისად.
- მონაცემთა, პროგრამულ სიახლეებსა და სამოქალაქო ინფორმაციის კონტენტის მომზადება და გადაცემა განყოფილების და სამსახურის უფროსთან შეთანხმებით შესაბამისი სამსახურისთვის, რათა უზრუნველყონ საჯარო და ელექტრონულ პლატფორმებში სამართლებრივი სტანდარტების შესაბამისად გამოქვეყნება.
- განყოფილების სამუშაო პროცესის დარეგულირება, პრიორიტეტების დადგენა, დავალებების განაწილება.
- განყოფილების მიერ მომზადებული საბუთების სიზუსტის, კანონიერების და შედეგების უზრუნველყოფა.
- განყოფილების შიდა კომუნიკაციისა და გარე ურთიერთობების ეფექტური და სამართლებრივად გამართული მართვის უზრუნველყოფა.
- განყოფილების ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა, შესრულებული სამუშაოების დოკუმენტირება, ანგარიშების მომზადება და სამსახურის უფროსისთვის წარდგენა.
- განყოფილების საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და საჭირო ინსტრუქციების მიცემა.
- განყოფილების საჯარო მოხელეთა საქმიანობაზე მეთვალყურეობა და დავალებების შეუსრულებლობის ან დარღვევების შემთხვევაში დროული რეაგირება.
- განყოფილების საჯარო მოხელეთა კოორდინაცია, შეფასება და სამუშაო პროცესში მეთოდური მხარდაჭერის გაწევა.
- პროგრამებისა და პროექტების ადმინისტრაციული მხარდაჭერა, მათ შორის საბუთების აღრიცხვა, არქივირება და მართვის პროცედურების დაცვა
მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულებებისა და შესაბამის სამართლებრივი აქტების ფარგლებში განყოფილების ფუნქციების განხორციელება.
- სამსახურის უფროსის მიერ კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი დამატებითი დავალებების შესრულება, რომლებიც აუცილებელია სტრუქტურული ერთეულის ფუნქციური მიზნების ეფექტიანად განხორციელებისთვის.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
2 წელი
საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;
გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ) ევროპული ქარტია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“;
ე) ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი’’;
ვ),,კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ კანონი;
ზ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება N22.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ოზურგეთი, კოსტავას ქ. N 1
საკონტაქტო ტელეფონები:
551 26 26 73; 595 96 96 21
საკონტაქტო პირი:
ხათუნა სურგულაძე; რუსუდან გიორგაძე
დამატებითი მოთხოვნები:
ა) საჯარო სამსახურში არქიტექტურის ან ურბანული დაგეგმვის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;
ბ) ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
გ) კომპლექსური აზროვნების უნარი;
დ) სტრუქტურული ერთეულისა და ინდივიდუალური ამოცანების დასახვის უნარი;
ე) ცვლილებების ინიციირებისა და მართვის უნარი;
ვ) თათბირებისა და შეხვედრების წარმართვის უნარი;
ზ) მოხელის პროფესიული განვითარების, შეფასებისა და მოტივირების უნარი;
თ) პრობლემების გადაჭრისა და კონფლიქტების მართვის უნარი;
ი) გუნდის განვითარების უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
- მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე (vacancy.hr.gov.ge) - ,,ჩემი რეზიუმეში“- კანდიდატმა უნდა ატვირთოს:
ა)„განათლების“ ბლოკში - განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი დასკანერებული;
ბ)„სამოტივაციო წერილის“ ბლოკში - სამოტივაციო წერილი;
გ)„რეკომენდატორების“ ბლოკში - ერთი რეკომენდაცია მაინც სამუშაო ადგილიდან (მიმდინარე ან წინა) რეკომენდატორის მიერ ხელმოწერით დადასტურებული;
დ) "სამუშაო გამოცდილების " ბლოკში სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი შრომის წიგნაკი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტ(ებ)ი;
- საკონკურსო განაცხადი (შემდეგში კონკურსი) გამოქვეყნდეს ოქმის ხელმოწერიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის განმავლობაში მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის (vacancy.hr.gov.ge) მეშვეობით.
- კონკურსში მონაწილეობისთვის კანდიდატის მიერ განცხადება წარდგენილი უნდა იქნეს მხოლოდ ელექტრონულად მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის (vacancy.hr.gov.ge) მეშვეობით, კონკურსის გამოცხადების დღიდან 5 კალენდარული დღის ვადაში.
- კანდიდატის შეფასება განხორციელდეს შემდეგ ეტაპებად:
ა)განცხადებების გადარჩევა (რომლის მიხედვითაც კონკურსის შემდეგ ეტაპზე მონაწილეობას გააგრძელებენ და გასაუბრების ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც განცხადებ(ებ)ის (აპლიკაციების) გადარჩევის საფუძველზე დააკმაყოფილებენ დადგენილ მოთხოვნებს;
ბ)გასაუბრება.
- ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ვაკანტურ თანამდებობაზე გამოსაცხადებელი შიდა და ღია კონკურსის პირველ ეტაპზე წარდგენილი განცხადებების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა უზრუნველყოს ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელმა პირმა, განცხადებების წარდგენისათვის განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან 10 კალენდარული დღის ვადაში.
- კონკურსის მომდევნო ეტაპამდე 7 კალენდარული დღით ადრე, ხოლო თუ ბოლო კალენდარული დღე დასვენების ან უქმე დღეს ემთხვევა – მომდევნო სამუშაო დღის ჩათვლით, კომისია ვალდებულია, ელექტრონულად ან/და წერილობით აცნობოს კანდიდატს მის მიერ წარდგენილი განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შესახებ.
- გასაუბრებაზე კანდიდატები კომისიის წევრების მხრიდან ფასდებიან დამოუკიდებლად;
- გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება სხდომის თავმჯდომარის ხმა.
- კომისიის სხდომის ოქმი მისი შედგენიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა, ხოლო თუ ბოლო კალენდარული დღე დასვენების ან უქმე დღეს ემთხვევა – არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, წარედგინება პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირს.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემის საფუძველზე, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
