ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობისა და ინსპექტირების სამსახურის ინფრასტრუქტურისა და ინსპექტირების განყოფილების უფროსი
- ანაზღაურება
- 2 560 ₾
- ქალაქი
- ლანჩხუთი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მეორე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
პოზიციის დასახელება:
ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობისა და ინსპექტირების სამსახურის ინფრასტრუქტურისა და ინსპექტირების განყოფილების უფროსი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია
კატეგორია:
ინფრასტრუქტურა/კეთილმოწყობა
განცხადების ბოლო ვადა:
07.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
2560 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
ლანჩხუთი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
12 თვე
ფუნქციები:
- ანაწილებს ფუნქცია-მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული განყოფილების საჯარო მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს;
- ზედამხედველობას უწევს განყოფილების საჯარო მოსამსახურეებს მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას;
- წარმოადგენს განყოფილებას საკუთარი მოვალეობების შესრულებისას, განყოფილების სახელით იძლევა სათანადო დასკვნებს;
- მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებითა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას;
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
2 წელი
საკონკურსო თემატიკა:
საქართველოს კონსტიტუცია;
საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმრთველობის კოდექსი“
საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“
„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. ლანჩხუთი, კოსტავას ქ. 37
საკონტაქტო ტელეფონები:
599165879
საკონტაქტო პირი:
ელიკო იმნაძე
დამატებითი მოთხოვნები:
- კანდიდატს უნდა გააჩნდეს 2 წლიანი გამოცდილება ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის ან ინსპექტირების სფეროში.
- ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
- კომპლექსური აზროვნების უნარი;
- სტრუქტურული ერთეულისა და ინდივიდუალური ამოცანების დასახვის უნარი;
- ცვლილებების ინიციირებისა და მართვის უნარი;
- თათბირებისა და შეხვედრების წარმართვის უნარი;
- მოხელის პროფესიული განვითარების, შეფასებისა და მოტივირების უნარი;
- პრობლემების გადაჭრისა და კონფლიქტების მართვის უნარი;
- გუნდის განვითარების უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
- კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი ცნობა;
- კანდიდატი ვერ გადავა გასაუბრების ეტაპზე, თუ მისი მონაცემები არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის არასრულყოფილად წარდგენის გათვალისწინებით;
- აპლიკანტთან დაკავშირება განხორციელდება აპლიკანტის მიერ განაცხადში მითითებული ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისია გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემის გამოყენებით; გადაწყვეტილება მიიღება განაცხადების მიღების ვადის დასრულებიდან ორი თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
