ინფრასტრუქტურის სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
- ანაზღაურება
- 3 680 ₾
- ქალაქი
- მცხეთა
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 5 წელი
- მთავარი მოთხოვნა
- კანდიდატმა შესაბამის გრაფაში ატვირთოს
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
პირველი რანგი - საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
პოზიციის დასახელება:
ინფრასტრუქტურის სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
კონკურსის ტიპი:
შიდა კონკურსი
ორგანიზაცია:
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
ორგანიზაციის შესახებ:
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია წარმოადგენს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს, იგი შედგება სტრუქტურული ერთეულებისა და ქვედანაყოფებისაგან, სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილება განისაზღვრება სტრუქტურული ერთეულების დებულებებით. მერია საქმიანობას ახორციელებს კანონიერების, საჯაროობის, კოლეგიალობის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის, სახელმწიფო და ადგილობრივი ინტერესების გათვალისწინების პრინციპების დაცვით.
მერია საქმინობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ევროპული ქარტიის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, მერიის დებულების და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.
კატეგორია:
ინფრასტრუქტურა/კეთილმოწყობა
განცხადების ბოლო ვადა:
31.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
3680 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
მცხეთა
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
ფუნქციები:
უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების განხილვას;
ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგს;
გ) წინადადებების/რეკომენდაციების მომზადებას საჭიროებიდან გამომდინარე, პროექტის განხორციელების ან/და მიმდინარე/დამტკიცებულ პროექტში ცვლილების შეტანის თაობაზე;
დ) მოქალაქეთა განცხადებების განხილვას და კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი ღონისძიებების გატარებას;
ე) კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება:
5 წელი
პროფესია:
ინჟინერ-მშენებელი
საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია (I, II და IX თავები);
ბ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (გარდა III კარისა);
გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (I, II, III და IV თავები);
დ) საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“;
ე)საქართველოს მთავრობის 2026 წლის 1 ივნისის N241 დადგენილება - „ტექნიკური რეგლამენტის - სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯების, გეგმიური მოგებისა და სხვა დანარიცხების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. მცხეთა, ანტიოქიის ქ. N7
საკონტაქტო ტელეფონები:
551466466
საკონტაქტო პირი:
ნინო მრევლიშვილი
დამატებითი მოთხოვნები:
სავალდებულოა:
-მშენებლობის ან/და არქიტექტურის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება ინფრასტრუქტურის სფეროში;
კანდიდატს მოეთხოვება შემდეგი უნარების ცოდნა:
ა) ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
ბ)საჯარო დაწესებულების წარმომადგენლობის უნარი;
გ) სტრატეგიული და კომპლექსური აზროვნების უნარი;
დ) სტრუქტურული ერთეულისა და ინდივიდუალური ამოცანების დასახვის უნარი;
ე) ცვლილებების/სიახლეების ინიცირებისა და მართვის უნარი;
ვ) პროექტების მართვის უნარი;
ზ) თათბირებისა და შეხვედრების წარმართვის უნარი;
თ) მოხელის პროფესიული განვითარების, შეფასებისა და მოტივირების უნარი;
ი)გუნდის განვითარების უნარი;
კ) პრობლემების გადაჭრისა და კონფლიქტების მართვის უნარი. თ) მოხელის პროფესიული განვითარების, შეფასებისა და მოტივირების უნარი;
ი)გუნდის განვითარების უნარი;
კ) პრობლემების გადაჭრისა და კონფლიქტების მართვის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
- აუცილებელია კანდიდატმა შესაბამის გრაფაში ატვირთოს:
ა) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- კანდიდატი ვერ გადავა გასაუბრების ეტაპზე, თუ მის მიერ ატვირთული დოკუმენტაცია არასრულყოფილია ან/და არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს;
- დოკუმენტაცია ატვირთული უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოენოვანი საბუთების შემთხვევაში საჭიროა მისის ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა);
- კონკურსის მომდევნო ეტაპის ჩატარების ზუსტი ადგილის, დროსა და თარიღის, ასევე კონკურსის შედეგების თაობაზე კანდიდატებს ეცნობებათ ელექტრონული ფორმით.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება კომისიის მიერ ხმათა უმრავლესობით, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
