ინფრასტრუქტურის სამსახურის ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვის III რანგის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 2 080 ₾
- ქალაქი
- მცხეთა
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 1 წელი
- მთავარი მოთხოვნა
- კანდიდატმა წარმოადგინოს ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ კანდიდატი არის მოქმედი პროფესიული საჯარო მოხელის სტატუსის მქონე პირი, ან შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელიც არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში, ან რეზერვში ჩარიცხული პირი
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება:
ინფრასტრუქტურის სამსახურის ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვის III რანგის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
დახურული კონკურსი
ორგანიზაცია:
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
ორგანიზაციის შესახებ:
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია წარმოადგენს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს, იგი შედგება სტრუქტურული ერთეულებისა და ქვედანაყოფებისაგან, სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილება განისაზღვრება სტრუქტურული ერთეულების დებულებებით. მერია საქმიანობას ახორციელებს კანონიერების, საჯაროობის, კოლეგიალობის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის, სახელმწიფო და ადგილობრივი ინტერესების გათვალისწინების პრინციპების დაცვით.
მერია საქმინობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ევროპული ქარტიის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, მერიის დებულების და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.
კატეგორია:
ინფრასტრუქტურა/კეთილმოწყობა
განცხადების ბოლო ვადა:
31.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
2080 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
მცხეთა
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
ფუნქციები:
1.უზრუნველყოფს შემოსული განცხადებების, წერილების განხილვას და შესაბამის წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადებას კომპეტენციების ფარგლებში;
2.ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის შესახებ ცხრილების მომზადება და წარმოება;
ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის პროექტების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და ცხრილების წარმოება;
- მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება;
- ხელმძღვანელის მიერ კომპეტენციის ფარგლებში გაცემული დამატებითი დავალებების შესრულების უზრუნველყოფა.
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება:
1 წელი
საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია (I, II და IX თავები);
ბ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (გარდა III კარისა);
გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (I, II, III და IV თავები);
დ) საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“;
ე) საქართველოს მთავრობის 2026 წლის 1 ივნისის N241 დადგენილება - „ტექნიკური რეგლამენტის - სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯების, გეგმიური მოგებისა და სხვა დანარიცხების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ.მცხეთა, ანტიოქიის ქ.N7
საკონტაქტო ტელეფონები:
551466466
საკონტაქტო პირი:
ნინო მრევლიშვილი
დამატებითი მოთხოვნები:
კანდიდატს მოეთხოვება შემდეგი უნარების ცოდნა:
ა)გუნდური მუშაობა;
ბ)დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
გ)ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
დ)საკუთარი საქმის დაგეგმვის უნარი;
ვ)ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი;
ე)დროის ეფექტიანი მართვა.
დამატებითი ინფორმაცია:
- დახურული კონკურსი ცხადდება საჯარო სამსახურის სისტემის მაშტაბით და გულისხმობს შესაფერისი კანდიდატის შერჩევას მოქმედი მოხელეებიდან, მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული მოხელეებიდან და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებიდან, ამასთანავე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს დახურულ კონკურსში, თუ იგი არანაკლებ 1(ერთი) წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში;
- პირი, რომელიც შრომით ხელშეკრულებით იყო დასაქმებული, ვაკანტურ თანამდებობაზე მიიღება გამოსაცდელი ვადით, რომლის ხანგრძლივობა შეადგენს 12 თვეს.
აუცილებელია კანდიდატმა წარმოადგინოს ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ კანდიდატი არის მოქმედი პროფესიული საჯარო მოხელის სტატუსის მქონე პირი, ან შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელიც არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში, ან რეზერვში ჩარიცხული პირი.
აუცილებელია კანდიდატმა შესაბამის გრაფაში ატვირთოს:
ა) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
ბ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- კანდიდატი ვერ გადავა გასაუბრების ეტაპზე, თუ მის მიერ ატვირთული დოკუმენტაცია არასრულყოფილია ან/და არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს. დოკუმენტაცია ატვირთულ უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი საბუთების შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა).
- კონკურსის მომდევნო ეტაპის ჩატარების ზუსტი ადგილის, დროსა და თარიღის, ასევე კონკურსის შედეგების თაობაზე კანდიდატებს ეცნობებათ ელექტრონულად.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
- საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება კომისიის მიერ ხმათა უმრავლესობით, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
