ინფრასტრუქტურის მართვის სპეციალისტი
- ქალაქი
- თბილისი
სრული აღწერა
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 30 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზედა მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელიარაფერია. თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.
ამჯერად, თეგეტა "თეგეტა მოტორსის"გუნდში ინფრასტრუქტურის მართვის სპეციალისტი პოზიცია გვაქვს ვაკანტური.
თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:
· საინჟინრო სისტემების (ენერგომომარაგება, HVAC, წყალმომარაგება) მონიტორინგისა და ტექნიკური მომსახურების გამოცდილება
· გენერატორების, ელექტრო სისტემებისა და ტექნიკური აგრეგატების გამართულობის კონტროლი
· შენობის ინფრასტრუქტურისა და ტექნიკური ინვენტარის მოვლა-პატრონობა
· კონტრაქტორებთან და ტექნიკურ გუნდთან ეფექტური კოორდინაცია
· ტექნიკური ინსპექტირებისა და პრევენციული სამუშაოების განხორციელება
· ტექნიკური დოკუმენტაციისა და რეპორტების მომზადება
· ავარიულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირება და მცირე სარემონტო სამუშაოების შესრულება
· უსაფრთხოების სტანდარტებისა და კომპანიის წესების დაცვა
თუ სხვებისგან გამოგარჩევს:
· გენერატორებთან, HVAC ან ელექტრო სისტემებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება
· ტექნიკური პროექტების კოორდინაციის გამოცდილება
· უსაფრთხოების და ტექნიკური სტანდარტების ცოდნა
თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:
· ტექნიკური ან საინჟინრო მიმართულებით უმაღლესი განათლება
· ტექნიკური მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება
· საინჟინრო სისტემების (ელექტრო, HVAC, წყალმომარაგება) საბაზისო ცოდნა
· პრობლემების სწრაფად გადაწყვეტის უნარი
· პასუხისმგებლობა და გუნდური მუშაობის უნარი
მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.
თეგეტაში დაგხვდება:
· პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
· პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
· სამედიცინო დაზღვევა;
· სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზებები და ფასდაკლებები;
· მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.
თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა.ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ინფრასტრუქტურის მართვის სპეციალისტი
ქალაქი: თბილისი
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

