ინფექციის კონტროლის მენეჯერი ექთანი
- ქალაქი
- თბილისი
სრული აღწერა
სამედიცინო კომპანია აცხადებს ვაკანსიას ინფექციის კონტროლის მენეჯერი ექთნის პოზიციაზე.
კომპანია თბილისის ცენტრში მდებარე სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც ორიენტირებულია პაციენტთა კეთილდღეობასა და უსაფრთხოებაზე.
ჩვენი სპეციალისტები არიან საერთაშორისო გამოცდილების მქონე მაღალკვალიფიციური ექიმები, რომლებიც იყენებენ მკურნალობის თანამედროვე და ინოვაციურ მეთოდებს.
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ჰოსპიტალში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების დაგეგმვა, დანერგვა და მონიტორინგი;
- ინფექციის კონტროლის შიდა პროტოკოლების შემუშავებასა და განახლებაში მონაწილეობა;
- ხელის ჰიგიენის, ასეპტიკის, ანტისეპტიკისა და სტერილიზაციის პროცესების მონიტორინგი;
- სამედიცინო ნარჩენების მართვისა და გარემოს დასუფთავება-დეზინფექციის პროცესების კონტროლი;
- სამედიცინო პერსონალისთვის ინფექციის კონტროლის საკითხებზე ტრენინგების ჩატარება, შესაბამისი აღრიცხვა და ცნობიერების ამაღლება;
- ჰოსპიტალთან ასოცირებული ინფექციების მონიტორინგი, მონაცემთა აღრიცხვა და ანალიზი;
- ინფექციის კონტროლის მიმართულებით გამოვლენილი შეუსაბამობების იდენტიფიცირება და გამოსასწორებელი ღონისძიებების დაგეგმვა;
- შიდა აუდიტებსა და ხარისხის გაუმჯობესების ღონისძიებებში მონაწილეობა;
- ჰოსპიტლის აკრედიტაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებასა და განახლებაში მონაწილეობა;
- აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის მონიტორინგი და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობა;
- ანგარიშგებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ან პროფესიული სამედიცინო განათლება საექთნო მიმართულებით;
- მსგავს ან ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
- კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა
- ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
პიროვნული უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი
- პასუხისმგებლობის გრძნობა
- გაწონასწორებულობა და სწრაფი რეაგირების უნარი
- ორგანიზებულობა
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- განვითარებაზე ორიენტირებულობა
- დროის ეფექტური მართვის უნარი
- წესრიგის დაცვა
- შრომის და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვა
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: lclinical.serviceshrl@gmail.com გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.
მადლობას გიხდით ყველა დაინტერესებულ პირს. მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან დაბარებული გასაუბრებაზე.
კანდიდატისთვის ცნობილია, რომ ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის 6 (ექვსი) თვის ვადით.
თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლებების შესახებ.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
