ინდივიდუალური დაზღვევის გაყიდვების მენეჯერი
- ანაზღაურება
- 1 000+ ₾
- ქალაქი
- ბათუმი
- სამუშაო გრაფიკი
- სრული
- ბენეფიტები
- დინამიურ, საინტერესო და სიახლეებით სავსე გარემოს · ახალ ადამიანებთან კომუნიკაციას · სწრაფ პროფესიულ ზრდას
სრული აღწერა
სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” აცხადებს ვაკანსიას ინდივიდუალური დაზღვევის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში.
სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის “ვენის სადაზღვევო ჯგუფის” (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.
სამუშაო გრაფიკი: სრული
დარიცხული (Gross) საწყისი ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი + ბონუსი გაყიდვების შესაბამისად
ძირითადი სამუშაო მოვალეობებია:
- სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება და გაყიდვა ფიზიკურ პირებსა და მცირე (Micro & SME) ორგანიზაციებთან;
- კომპანიის მიერ ყოველკვირეულად მინიჭებული ბაზების დამუშავება და აქტივობების ასახვა CRM სისტემაში;
- კლიენტების მოძიება/მოზიდვა საკუთარი ინიციატივითა და არხებით;
- გაყიდვების სხვადასხვა ტიპის აქციებსა და წამახალისებელ აქტივობებში მონაწილეობა;
ჩვენი მოთხოვნებია:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- მაღალი მოტივაცია და პროფესიული განვითარების სურვილი;
- სრული უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
- ქართულ ენაზე თავისუფლად კომუნიკაციის უნარი, როგორც წერილობითი, ასევე ვერბალური ფორმით;
- სასურველია უცხო ენის ცოდნა;
- სასურველია Microsoft Office-ის ცოდნა;
ჩვენ გთავაზობთ:
- დინამიურ, საინტერესო და სიახლეებით სავსე გარემოს;
- ახალ ადამიანებთან კომუნიკაციას;
- სწრაფ პროფესიულ ზრდას;
- საინტერესო გუნდურ და ინდივიდუალურ აქტივობებს;
- პირად სამუშაო ინვენტარს;
- კორპორაციულ ტელეფონის ნომერს;
- სამგზავრო ბარათს;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ აპლიკაცია და გაგვიზიაროთ თქვენი რეზიუმე.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: www.linkedin.com — ბმულის გახსნა
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
სადაზღვევო კომპანია "ჯი პი აი ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ინდივიდუალური დაზღვევის გაყიდვების მენეჯერი ბათუმში.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

