იმერეთის რეგიონული ცენტრის ბავშვზე ზრუნვის და დაცვის განყოფილების სოციალური მუშაკი/სოციალური მუშაკი (მაძიებელი)
- ქალაქი
- ქუთაისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
იმერეთის რეგიონული ცენტრის ბავშვზე ზრუნვის და დაცვის განყოფილების სოციალური მუშაკი/სოციალური მუშაკი (მაძიებელი)
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო
კატეგორია:
სოციალური სამსახური
განცხადების ბოლო ვადა:
04.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
1920 ლარიდან 2560 ლარამდე
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
ქუთაისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
6 თვე
ფუნქციები:
3.1. სოციალური მუშაკის ფუნქციებია:
ა) ძალადობის მსხვერპლი ან სავარაუდო მსხვერპლი ბავშვის შეფასება, მხარდაჭერა, უფლებების დაცვა, ადვოკატირება;
ბ)ბავშვის უსაფრთხოების რისკების შეფასება;
გ)ძალადობის მსხვერპლი ან სავარაუდო მსხვერპლი ბავშვის სოციალური მომსახურება;
დ) მზრუნველობამოკლებული ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასება/გამოკვეთა;
ე)შეფასების პროცესში ბავშვის მონაწილეობის მაქსიმალური უზრუნველყოფა;
ვ)ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახთან მუშაობა, მისი გაძლიერება, ბავშვის დაბრუნებისთვის ოჯახის მზაობის განსაზღვრა;
ზ)მეურვე/მზრუნველი პირის და მისი ოჯახის/თანადგომის ქსელის შეფასება;
თ)ბენეფიციარის თანადგომის ქსელის გაძლიერება;
ი)მიმღები მშობლებისა და ბავშვის თავსებადობის დადგენა;
კ)მიუსაფარი ბავშვის შეფასების საფუძველზე მისი საუკეთესო/ჭეშმარიტი ინტერესების დადგენა;
ლ)მიუსაფარი ბავშვის თანადგომის ქსელის მოძიება; ოჯახთან მუშაობა;
მ)ბავშვისთვის მის საჭიროებაზე მორგებული მომსახურების შეთავაზება;
ნ)არასრულწლოვანი პირის ინტერესების დაცვა საგამოძიებო მოქმედებებისას/საპროცესო წარმომადგენლობა;
ო)არასრულწლოვანი პირის ინტერესების ადგილზე მხარდაჭერა, საგამოძიებო მოქმედების სპეციფიკის გათვალისწინებით;
პ)კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვების მხარდაჭერა, დელიქვენტური ქცევის რისკების იდენტიფიცირება; პრევენციაზე მუშაობა;
ჟ) შიდაუწყებრივ და უწყებათაშორის შეხვედრებში მონაწილეობა;
რ)ელექტრონულ სისტემაში მიღებული შესასრულებელი კორესპონდენციის გაცნობა/გაანალიზება, თანდართული დოკუმენტაციის შესწავლა, რეაგირების დაგეგმვა;
ს)მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს რეგიონული საბჭოსთვის მასალების მომზადება, შემთხვევების წარდგენა და განხილვაში მონაწილეობა;
ტ) რეგიონული ცენტრის დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, სხვა დავალებების შესრულება.
3.2. სოციალური მუშაკი (მაძიებელი) ასრულებს სოციალური მუშაკის ფუნქციებს დამსაქმებლის მიერ განსაზღვრულ, შეზღუდულ ფარგლებში, დამსაქმებლის ზედამხედველობით.
საკონკურსო თემატიკა:
ა) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „ბავშვის უფლებათა კონვენცია“;
ბ) საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის" წიგნი V (საოჯახო სამართალი);
გ) ბავშვის უფლებათა კოდექსი;
დ) საქართველოს კანონი ”შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“
ე) საქართველოს კანონი „სოციალური მუშაობის შესახებ";
ვ) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ზ) საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის №437 დადგენილება „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების შესახებ;
თ) საქართველოს მთავრობის 2020 წლის 29 იანვრის N58 დადგენილებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დებულება".
შენიშვნა: სოციალურ მუშაკს (მაძიებელს) მოეთხოვება ზემოთ ჩამოთვლილი აქტების ზოგადი (პრინციპების დონეზე) ცოდნა;
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. თბილისი მიხეილ ასათიანის 9
საკონტაქტო ტელეფონები:
+995 (32) 2 192232
დამატებითი მოთხოვნები:
1.1 სოციალური მუშაკის შემთხვევაში დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა. განათლება
ა.ა) უმაღლესი განათლება სოციალურ მუშაობაში ან „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სოციალური მუშაკის სერტიფიკატი; ან
ა.ბ) აქტიური სტუდენტის მქონე სტატუსი სოციალური მუშაობის საბაკალავრო პროგრამის არანაკლებ 180 კრედიტით ან სოციალური მუშაობის სამაგისტრო პროგრამის არანაკლებ 60 კრედიტით; ან
ა.გ) არანაკლებ 45 კრედიტისგან შემდგარი დასრულებული სოციალური მუშაობის დამატებითი პროგრამა და ამასთან, არანაკლებ ბაკალავრის ან ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი სამართლის, საჯარო მმართველობის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების მეცნიერებების, ფსიქოლოგიის, სოციოლოგიის ან სოციალური მეცნიერებების სფეროში ან იმავე სფეროში აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი;
1.2 სოციალური მუშაკი (მაძიებლის) შემთხვევაში დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა. განათლება - ბაკალავრის ან ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი სამართლის, საჯარო მმართველობის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების მეცნიერებების, ფსიქოლოგიის, სოციოლოგიის ან სოციალური მეცნიერებების სფეროში.
ბ. სამუშაო გამოცდილება - სოციალური მუშაკის (მაძიებლის) შემთხვევაში იურისტად ან ფსიქოლოგად ან სოციალური/სამედიცინო/განათლების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.
- დამატებითი უნარები
ა) წერითი, ანალიტიკური, კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემების ანალიზის უნარი;
ბ) კომუნიკაბელურობა;
გ) ორგანიზებულობა;
დ) გუნდური მუშაობის უნარი;
ე) კრიტიკულ სიტუაციებში სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
- ანაზღაურება:
ა) სოციალური მუშაკის ანაზღაურება შეადგენს 2560 ლარს;
ბ) სოციალური მუშაკი (მაძიებელის) ანაზღაურება შეადგენს 1920 ლარს;
- სხვა დამატებითი ინფორმაცია:
ა) სოციალური მუშაკებისთვის:
- კანდიდატმა, სოციალური მუშაობაში, აქტიური სტუდენტის მქონე სტატუსის შემთხვევაში განათლება/კვალიფიკაციის ველში აუცილებელია აიტვირთოს საბაკალავრო პროგრამის არანაკლებ 180 კრედიტით ან სოციალური მუშაობის სამაგისტრო პროგრამის არანაკლებ 60 კრედიტით დამადასტურებელი ცნობა/დოკუმენტი;
- სოციალური მუშაკის ვაკანსიაზე შერჩეულმა სტუდენტმა 1 წლის ვადაში უნდა წარადგინოს შესაბამისი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი გათავისუფლდება სოციალური მუშაკის თანამდებობიდან/მას შეუწყდება შრომითი ხელშეკრულება.
ბ) სოცილური მუშაკი (მაძიებლისთვის):
- სოციალური მუშაკის თანამდებობაზე მაძიებლის სტატუსით შერჩეული კანდიდატის დასაქმება ხდება არაუმეტეს 1 წლის ვადით. აღნიშნულ ვადაში მაძიებელს შესაძლებლობა ეძლევა, დამსაქმებლის დაფინანსებით გაიაროს სოციალური მუშაკის სერტიფიცირების პროგრამა. თუ მაძიებელი სერტიფიცირებას წარმატებით ვერ გაივლის, ის გათავისუფლდება სოციალური მუშაკის (მაძიებელი) თანამდებობიდან. მაძიებელი სერტიფიცირების წარმატებით გავლის შემთხვევაში სრულად ასრულებს სოციალური მუშაკის ფუნქციებს და სრულად მიეცემა სოციალური მუშაკის თანამდებობრივი სარგო.
- კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი დიპლომი (მოთხოვნის შესაბამისად), ხოლო, სოციალური მუშაობის სპეციალობის დამამთავრებელი კურსის სტუდენტმა, ცნობა უნივერსიტეტიდან შესაბამისი კრედიტების მითითებით;
- სამუშაო გამოცდილების ველში სოციალური მუშაკის (მაძიებელი) შემთხვევაში აუცილებელია იურისტად ან ფსიქოლოგად ან სოციალური/სამედიცინო/განათლების მიმართულებით მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის ატვირთვა;
- კანდიდატი ვერ გადავა მეორე ეტაპზე (ზეპირი დავალება/გასაუბრება) თუ მის მიერ ატვირთული დოკუმენტაცია ვერ აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს, ასევე, იმ შემთხვევაში თუ არასრულყოფილი/გაურკვეველი ფორმით იქნება ატვირთული;
- დოკუმენტაცია ატვირთულ უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი საბუთების შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა);
- კომისიის მიერ თითოეული კანდიდატის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება კანდიდატებს ეცნობებათ განცხადებაში მითითებული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
- კომისიის მიერ თითოეული კანდიდატის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება კანდიდატებს ეცნობებათ განცხადებაში მითითებული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემის საფუძველზე, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუმეტეს სამი თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
