ინტერ ფარმა
სამედიცინოიმერეთის და კახეთის სამედიცინო წარმომადგენელი
გამოქვეყნდა 23 სექბოლო ვადა: 23 ოქტ
სრული აღწერა
ფარმაცევტული კომპანია "Inter Pharma" აცხადებს ვაკანსიას იმერეთის და კახეთის სამედიცინო წარმომადგენლის თანამდებობაზე.
მოვალეობები:
- ყოველდღიური ვიზიტების განხორციელება ექიმებთან და აფთიაქების პერსონალთან
- ვიზიტის ფარგლებში მედიკამენტების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის წარდგენა
- საპრომოციო მედიკამენტების პოპულარიზაციის მიზნით განსაზღვრული აქტივობების დაგეგმვა/განხორციელება;
- შესრულებული სამუშაოს ყოველკვირეული, ყოველთვიური, კვარტალური ანალიზი და რეპორტინგი ჯგუფის ხელმძღვანელთან
- ფარმაცევტული ბაზრის ანალიზი
მოთხოვნები:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება
- კარგი მეტყველება/გადმოცემის უნარი;
- შრომისმოყვარეობა, მიზანდასახულობა, პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა;
- გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის, ინიციატივის გამოჩენის და პრობლემის სწრაფად გადაწყვეტის უნარი;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ფლობა;
- განვითარებაზე ორიენტირება
- ანალოგიურ პოზიციაზე მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება
- შესრულებული სამუშაოების ანალიზი და რეპორტინგი.
პირობები:
- ხუთდღიანი სამუშაო კვირა
- სრული სამუშაო განაკვეთი - 10:00 სთ.დან 18:00 სთ.მდე
- საგამოცდო პერიოდი: 3 თვე
- საწყისი ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი (პრაქტიკული უნარების და გამოცდილების გათვალისწინებით), შედეგის შესაბამისი წამახალისებელი პრემიები.
დაინტერესებული პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV (ფოტოსურათი სავალდებულოა) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info.interpharmageorgia@gmail.com. სათაურში მიუთითეთ - რომელ ვაკანსიასთან დაკავშირებით აგზავნით მონაცემებს.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
