იქომერს ოპერაციების კოორდინატორი
- მისამართი
- თბილისი, საბურთალო
სრული აღწერა
სამუშაო განაკვეთი: სრული
გაინტერესებს ტექნოლოგიები, ადამიანებთან ურთიერთობა გამოგდის და პროცესების დალაგება გიყვარს? შემოუერთდი ჩვენს გუნდს და დაგვეხმარე, ონლაინ შოპინგი გეიმერებისთვის მარტივი და სასიამოვნო გამოცდილება გახდეს.
Game Zone 2010 წლიდან აერთიანებს საქართველოში გეიმინგით დაინტერესებულ მომხმარებლებს და არის Sony PlayStation-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში.
სამუშაო პირობები
- ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო;
- განაკვეთი: სრული — კვირაში 5 სამუშაო დღე;
- ანაზღაურება:
- პირველი 6 თვე: 1 000 ₾ ფიქსირებული + 300 ₾ KPI ბონუსი;(net)
- მე-7 თვიდან: 1 000 ₾ ფიქსირებული + 500 ₾ KPI ბონუსი;(net)
- მე-13 თვიდან: 1 200 ₾ ფიქსირებული + 500 ₾ KPI ბონუსი.(net)
სტუდენტებისთვის გრაფიკის შეთანხმებით შესაძლებელია სწავლასთან შეთავსება.
- რას გააკეთებ?
- ონლაინ ჩათისა და სატელეფონო ზარების საშუალებით დაეხმარები მომხმარებლებს — მიაწვდი ინფორმაციას პროდუქტებზე, შეკვეთებსა და მიწოდებაზე;
- მართავ ონლაინ პლატფორმებიდან შემოსულ შეკვეთებს — მიღებიდან შესრულებამდე;
- შეკვეთების დროულად შესასრულებლად ითანამშრომლებ ფილიალებთან და ლოგისტიკის გუნდთან;
- მომხმარებლის პრობლემაზე დროულად რეაგირებასა და შესაბამის გუნდთან ერთად მის მოგვარებაზე იზრუნებ;
- გააკონტროლებ ონლაინ პლატფორმებზე მარაგების მონაცემების სიზუსტეს;
- მოამზადებ მოკლე ანგარიშებს და ჩაერთვები მონაცემების ანალიზში, რომ მომსახურება და პროცესები გავაუმჯობესოთ.
რა გვჭირდება შენგან?
- გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაცია ქართულად და ინგლისურად;
- კომპიუტერთან თავისუფლად მუშაობა და Excel-ის ან Google Sheets-ის საბაზისო ცოდნა;
- ორგანიზებულობა, დეტალებზე ყურადღება და დავალებების პრიორიტეტების მიხედვით შესრულების უნარი;
- მომხმარებელთან კეთილგანწყობილი ურთიერთობა და რთულ სიტუაციებში სიმშვიდის შენარჩუნება;
- გუნდურობა, პასუხისმგებლობა და პუნქტუალურობა.
უპირატესობად ჩაითვლება: მომხმარებელთა მომსახურების ან ონლაინ შეკვეთების მართვის გამოცდილება და გეიმინგის სამყაროს ცოდნა.
რას გთავაზობთ?
- ადგილზე სწავლებას გამოცდილი გუნდისგან;
- მეგობრულ გარემოს, სადაც იდეების გაზიარება და ინიციატივა ფასდება;
- გამოცდილების მიღებას იქომერსის, მომხმარებელთა მომსახურებისა და ოპერაციების მიმართულებით;
- პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
კომპანია "Game Zone" აცხადებს ვაკანსიას იქომერს ოპერაციების კოორდინატორის ვაკანსიაზე.
დამატებითი ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გამოსაგზავნად, გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ბმულს განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

