I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ადამიანური რესურსების მართვისა და საოქმო წარმოების საკითხებში.
- ანაზღაურება
- 2 400 ₾
- ქალაქი
- შუახევი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
- მთავარი მოთხოვნა
- კანდიდატმა წარმოადგინოს ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ კანდიდატი არის მოქმედი პროფესიული საჯარო მოხელის სტატუსის მქონე პირი, ან შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელიც არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში, ან რეზერვში ჩარიცხული პირი
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება:
I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ადამიანური რესურსების მართვისა და საოქმო წარმოების საკითხებში.
კონკურსის ტიპი:
დახურული კონკურსი
ორგანიზაცია:
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო
ორგანიზაციის შესახებ:
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო არის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობას, იღებს გადაწყვეტილებებს ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებზე, განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის განვითარების ძირითად მიმართულებებს და აკონტროლებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობას.
კატეგორია:
ადამიანური რესურსების მართვა
განცხადების ბოლო ვადა:
10.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
2400 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
შუახევი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
ფუნქციები:
- სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის შესაბამისად ახდენს სხვადასხვა დოკუმენტების, წარმოების მასალების, პროექტების შემუშავებას, ანალიზს და შესაბამისი დასკვნების მომზადებას;
- დავალების შესრულების პროცესში, ახდენს ოპტიმალური ვარიანტების შერჩევას და კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმების გზით.
- უზრუნველყოფს კადრების აღრიცხვას, პირადი საქმეების წარმოებას, საკადრო საქმის წარმოების განხორციელებას.
- უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატში ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსების მომზადების, გამოცხადებისა და საკონკურსო კომისიის მუშაობის ტექნიკური და ორგანიზაციული საკითხების მომზადებას.
- საკრებულოს აპარატის მოხელეთა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა პირადი საქმეების შედგენა, აღრიცხვა და კანონმდებლობით დადგენილი წესით მათი წარმოება.
- ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის N9 დადგენილებით დამტკიცებული შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება:
2 წელი
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
- საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
- საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ - საქართველოს კანონი;
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (I, II, III თავები);
- საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;
- ,კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 28 თებერვლის N5 დადგენილებით დამტკიცებული შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი .
- შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის N9 დადგენილებით დამტკიცებული შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
შუახევი, თამარ მეფის №30
საკონტაქტო ტელეფონები:
577 40 49 69
საკონტაქტო პირი:
ნატო დარჩიძე
დამატებითი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, სასურველია სამართალმცოდნეობა;
- სამუშაო გამოცდილება - ადამიანური რესურსების მართვის ან/და ადმინისტრაციულ საკითხებზე მუშაობის არანაკლებ 2 წელი.
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ცვლილებებისა და სიახლეების ინიცირების უნარი;
- დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კომპლექსური აზროვნება;
- დროის ეფექტიანი მართვა;
- საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
8.ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
- დახურული კონკურსი ცხადდება საჯარო სამსახურის სისტემის მაშტაბით და გულისხმობს შესაფერისი კანდიდატის შერჩევას მოქმედი მოხელეებიდან, მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული მოხელეებიდან და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებიდან, ამასთანავე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს დახურულ კონკურსში, თუ იგი არანაკლებ 1(ერთი) წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში;
- პირი, რომელიც შრომით ხელშეკრულებით იყო დასაქმებული, ვაკანტურ თანამდებობაზე მიიღება გამოსაცდელი ვადით, რომლის ხანგრძლივობა შეადგენს 12 თვეს.
- აუცილებელია კანდიდატმა წარმოადგინოს ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ კანდიდატი არის მოქმედი პროფესიული საჯარო მოხელის სტატუსის მქონე პირი, ან შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელიც არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში, ან რეზერვში ჩარიცხული პირი.
აუცილებელია კანდიდატმა შესაბამის გრაფაში ატვირთოს:
ა) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
ბ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) შეავსოს სამოტივაციო წერილის ველი.
- კანდიდატი ვერ გადავა გასაუბრების ეტაპზე, თუ მის მიერ ატვირთული დოკუმენტაცია არასრულყოფილია ან/და არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს. დოკუმენტაცია ატვირთულ უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი საბუთების შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა).
- კონკურსის მომდევნო ეტაპის ჩატარების ზუსტი ადგილის, დროსა და თარიღის, ასევე კონკურსის შედეგების თაობაზე კანდიდატებს ეცნობებათ ელექტრონულად.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
- საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება კომისიის მიერ ქულათა სისტემით, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
