HR სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 1 500 ₾
- მისამართი
- ქ. თბილისი
სრული აღწერა
"ახალი ხედვა" საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი სამედიცინო ჯგუფია, რომელიც აერთიანებს ორთოპედიული და ტრავმატოლოგიური სამედიცინო პროდუქციის მაღაზიათა ქსელს.
სამედიცინო ჯგუფი "ახალი ხედვა" აცხადებს ვაკანსიას HR სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-18:00 სთ
ანაზღაურება: 1500 ლარი (NET)
ძირითადი პასუხისმგებლობები:
- ვაკანტური პოზიციების საჭიროების განსაზღვრასა და სამუშაო აღწერილობების მომზადებაში მონაწილეობა;
- ვაკანსიების განთავსება, კანდიდატების მოძიება და პირველადი შერჩევა;
- კანდიდატებთან კომუნიკაცია, ინტერვიუების დაგეგმვა და ჩატარება;
- კანდიდატების შეფასებისა და შერჩევის პროცესის კოორდინაცია;
- შერჩეული კანდიდატის შეთავაზებისა და დასაქმებამდე პროცესის მართვა;
- დასაქმებისთვის საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის შეგროვება, დამუშავება და შესაბამისი დოკუმენტების მომზადება;
- ახალი თანამშრომლის ონბორდინგის სრული პროცესის ორგანიზება და კოორდინაცია;
- ახალი თანამშრომლისთვის კომპანიის, შიდა პროცედურების გაცნობის ორგანიზება;
- თანამშრომლისთვის ჯანმრთელობის დაზღვევის, ბენეფიტებისა და სხვა მნიშვნელოვანი პირობების გაცნობა;
- HR ადმინისტრაციულ და საოპერაციო პროცესებში მონაწილეობა, მათ შორის თანამშრომელთა დოკუმენტაციის, ბენეფიტებისა და სხვა მიმდინარე საკითხების მართვაში;
- HR-ის სხვა მიმართულებებისა და პროექტების მხარდაჭერა საჭიროების შესაბამისად;
- უშუალო ხელმძღვანელის დამატებითი მითითებების შესრულება ფუნქცია-მოვალეობის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია ადამიანური რესურსების მართვის, ბიზნესის ადმინისტრირების, ფსიქოლოგიის ან მომიჯნავე მიმართულებით);
- HR მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
- რეკრუტინგის სრული ციკლის მართვის პრაქტიკული გამოცდილება;
- SELF.HR-ში მუშაობის გამოცდილება;
- MS Office-ის პროგრამების ცოდნა.
აუცილებელი პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და კონფიდენციალურობის დაცვა;
- რამდენიმე პროცესისა და ამოცანის პარალელურად მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობისა და სხვადასხვა დეპარტამენტთან ეფექტიანი თანამშრომლობის უნარი;
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: hr@akhalikhedva.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გაცნობებთ, რომ კონკურსის ფარგლებში თქვენი განაცხადი (CV) და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, მათ შორის კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, დამუშავდება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის ვადით.
ამასთან, თუ გსურთ თქვენი განაცხადი (CV) და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები დამუშავდეს შემდგომში, სხვა ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, გთხოვთ, აღნიშნულთან დაკავშირებით თქვენი თანხმობის შესახებ მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@akhalikhedva.ge აღნიშნული თანხმობის გამოხმობა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, ამავე ელექტრონული ფოსტის საშუალებით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 თავით მინიჭებული უფლების ფარგლებში.
თანხმობის შემთხვევაში, სხვა ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, განაცხადის (CV) შენახვა მოხდება კონკურსის დასრულებიდან/შეწყვეტიდან 1 წლის განმავლობაში.


