HR სპეციალისტი
- ქალაქი
- თბილისი
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ, 10:00-18:00
სრული აღწერა
ზოომაღაზიათა ქსელი "ზოოსითი" აცხადებს ვაკანსიას HR სპეციალისტის პოზიციაზე.
"ზოოსითი" წარმოადგენს ყველაზე დიდ ზოომაღაზიათა ქსელს საქართველოში და ამჟამად წარმოდგენილია (თბილისი - რუსთავი - ბათუმი) 41 მაღაზიით.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
ანაზღაურება: 1500 ლარი პირველი 3 თვე, მეოთხე თვიდან 1800 ლარი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- რეკრუტინგის პროცესში მონაწილეობა;
- დოკუმენტაციის მომზადება და წარმოება;
- თანამშრომელთა პირადი საქმეებისა და მონაცემების განახლება;
- შვებულებების და სხვა საკადრო საკითხების ადმინისტრირება;
- HR პროცესების გაუმჯობესებაში მონაწილეობა;
- ხელმძღვანელობისთვის საჭირო HR ინფორმაციისა და ანგარიშების მომზადება;
საკვალიფიკაციო და პიროვნული მახასიათებლების მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- HR მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- შრომის კანონმდებლობის ზოგადი ცოდნა;
- MS Office პროგრამების ცოდნა;
- გამართული კომუნიკაციისა და წერითი უნარები;
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კონფიდენციალურ ინფორმაციასთან მუშაობის უნარი;
- დროისა და პრიორიტეტების სწორად მართვა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr.zoocity@gmail.com. ელ.ფოსტის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: HR სპეციალისტი.
გაცნობებთ, რომ შპს "აქვა-ტერრას" (ს/ნ 206118510) მიერ, თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება, მათ შორის, ხდება მათი შეგროვება, გადამოწმება და შენახვა თქვენი განაცხადის განხილვისა და კანდიდატთა შერჩევა/დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
თქვენი განაცხადი/CV და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, მათ შორის, კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, ჩვენ მიერ შეინახება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის განმავლობაში.
დამატებით გაცნობებთ, რომ თქვენთვის უზრუნველყოფილია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის III თავით გათვალისწინებული უფლებები.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
