HR რეკრუტერი
- ანაზღაურება
- 1 500+ ₾
- მისამართი
- ქ. თბილისი
- სამუშაო გრაფიკი
- სრული განაკვეთი (ორშ–პარ, 10:00-18:00)
სრული აღწერა
"წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაცია" აცხადებს ვაკანსიას HR რეკრუტერის თანამდებობაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაცია აერთიანებს ქართულ კომპანიებს, სტარტაპებსა და დარგობრივ ბიზნეს ასოციაციებს ერთიან სივრცეში. ასოციაცია ქმნის ინოვაციურ პროექტებს ბიზნესის მხარდასაჭერად და მიზნად ისახავს წევრი კომპანიებისთვის რეალური ღირებულების შექმნას.
ასოციაციის ფეისბუქ გვერდი: დამსაქმებლის გვერდის ნახვა
ასოციაციის ვებ გვერდი: დამსაქმებლის გვერდის ნახვა
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00)
ანაზღაურება: 1500 ლარიდან + ბონუსი გაყიდვების გეგმის შესრულების მიხედვით (განიხილება კანდიდატის გამოცდილებიდან გამომდინარე)
"წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაცია" (SGBA) აფართოებს საქმიანობას შიდა ქართლის რეგიონში და აყალიბებს რეგიონულ დასაქმების პლატფორმას. მიზანია ადგილობრივი ბიზნესების მხარდაჭერა და პროფესიონალების დასაქმების პროცესების გამარტივება.
ამ მიზნით, ვეძებთ გამოცდილ, ენერგიულ და შედეგზე ორიენტირებულ HR რეკრუტერს, რომელიც გაუძღვება როგორც პლატფორმაზე შემოსული კანდიდატების ნაკადებს, ისე აქტიურად მოიძიებს ტალანტებს რეგიონისა და ქვეყნის მასშტაბით ჩვენი პარტნიორი კომპანიებისთვის.
ძირითადი მოვალეობები:
- კანდიდატების აქტიური და პასიური ძიება: პლატფორმაზე შემოსული აპლიკაციების დამუშავება და პარალელურად, პროაქტიული ძიება (Active Sourcing / Headhunting) სხვადასხვა არხით (სოციალური ქსელები, პროფესიული ჯგუფები, ბაზები).
- შესარჩევი ეტაპების მართვა: ტელეფონით პირველადი ინტერვიუები, კომპეტენციებზე დაფუძნებული გასაუბრებების ჩატარება (როგორც ონლაინ, ისე ფიზიკურად).
- კანდიდატების შეფასება და პრეზენტაცია: შერჩეული კანდიდატების პროფილების მომზადება და პარტნიორი კომპანიებისთვის შეთავაზება.
- მხარეებთან კომუნიკაცია: დამსაქმებელ კომპანიებთან მჭიდრო თანამშრომლობა მათი ვაკანსიების დეტალების შესწავლისა და კადრების ოპტიმალური შერჩევის მიზნით.
- კანდიდატების ბაზის მართვა: პლატფორმის მონაცემთა ბაზის (CRM / შიდა სისტემის) განახლება და ორგანიზება.
- დასახული KPI-ების შესრულება: შერჩევის ვადების დაცვა და ხარისხიანი რეკრუტინგული პროცესის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება HR რეკრუტერის, თალენტ ჰანთერის ან მსგავს პოზიციაზე (მინიმუმ 2 წელი).
- რეკრუტინგის თანამედროვე მეთოდებისა და აქტიური ძიების (Direct Search) ტექნიკების კარგი ცოდნა.
- საქართველოს შრომის კოდექსისა და HR ზოგადი პრაქტიკების ცოდნა.
- კარგი კომუნიკაციური, მოლაპარაკებების წარმართვისა და პრეზენტაციის უნარები.
- ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტაცია და დროის მართვის უნარი.
როგორ მოგვმართოთ:
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: bmm.vacancy@gmail.com
გთხოვთ, სათაურის ველში (Subject Line) მიუთითოთ: HR რეკრუტერი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 10 ნოემბერი
მნიშვნელოვანია: დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
SGBA კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ:
- თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაცია მუშავდება არაუმეტეს 3 წლის ვადით;
- თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ ინფორმაცია იმ მონაცემების თაობაზე, რასაც SGBA ამუშავებს თქვენს შესახებ;
- თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. ამისთვის, მოგვმართეთ ელფოსტაზე.
- რეზიუმეს საკონტაქტო მეილზე გამოგზავნით ან სხვაგვარად მოწოდებით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
