HR პრაქტიკუმი
- მისამართი
- თბილისი, AACC-ის სათაო ოფისი, ბიზნესცენტრი "მოზაიკა", აღმაშენებლის გამზირი 61 (მეტრო მარჯანიშვილთან)
სრული აღწერა
აღმოაჩინე HR-ის სამყარო რეალური ბიზნესქეისებით, თანამედროვე ინსტრუმენტებითა და პრაქტიკული გამოცდილებით!
ადამიანური რესურსების მართვა (HRM) მრავალმხრივი და მუდმივად განვითარებადი სფეროა, რომლის სრულყოფილად დაუფლება ერთი კურსის ფარგლებში შეუძლებელია.
ჩვენი მიზანიც არ არის შეგპირდეთ, რომ 10 შეხვედრაში HR პროფესიონალი გახდებით.
"AACC"-ის HRM პრაქტიკუმი შექმნილია იმისთვის, რომ გაეცნოთ სფეროს ძირითად მიმართულებებს, რეალურად გამოსცადოთ HR სპეციალისტის სამუშაო პროცესები და უკეთ გაიაზროთ, როგორ მუშაობს ადამიანური რესურსების მართვა თანამედროვე ბიზნესში.
ეს არის შესაძლებლობა, "დააგემოვნოთ" HR-ის სხვადასხვა მიმართულება, შეიძინოთ პრაქტიკული გამოცდილება და აღმოაჩინოთ, რომელი მათგანია თქვენთვის განსაკუთრებით საინტერესო.
რას მოიცავს პრაქტიკუმი?
- HR ადმინისტრირება და Payroll: საკადრო დოკუმენტაცია, ანგარიშგება და სახელფასო ადმინისტრირების საფუძვლები.
- შრომითი სამართალი: შრომითი ხელშეკრულებები, სამუშაო აღწერილობები და ძირითადი სამართლებრივი საკითხები.
- რეკრუტინგი და AI: კანდიდატების მოძიება და შერჩევა, გასაუბრების ტექნიკები, თანამედროვე რეკრუტინგის ინსტრუმენტები და ხელოვნური ინტელექტის (AI) პრაქტიკული ინტეგრირება შერჩევის პროცესში.
- თანამშრომელთა განვითარება: ტრენინგები, პროფესიული განვითარების პროგრამები და Team Building.
- შეფასება და HR ანალიტიკა: KPI, თანამშრომელთა შეფასების სისტემები, მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები.
- კარიერული ბრენდინგი: პროფესიული CV, პერსონალური პოზიციონირება და დასაქმების ბაზრისთვის მომზადება.
როგორ ვისწავლით?
ნაკლები თეორია, მეტი რეალური პრაქტიკა!
მონაწილეები იმუშავებენ რეალურ ბიზნესქეისებზე, HR დოკუმენტებზე, შაბლონებსა და ციფრულ ინსტრუმენტებზე, გაეცნობიან პრაქტიკაში არსებულ გამოწვევებს და მათი გადაჭრის გზებს.
პრაქტიკუმის მიზანია არა ყველა მიმართულების სიღრმისეული შესწავლა, არამედ HR-ის სამუშაო პროცესების რეალისტური აღქმა და პროფესიული განვითარების სწორი მიმართულების აღმოჩენა.
რატომ AACC?
AACC ქართულ და საერთაშორისო ბაზარზე მოქმედი ბიზნესსაკონსულტაციო და აუთსორსინგული კომპანიაა, რომელიც 135 კლიენტს ემსახურება HRM, იურიდიული, ფინანსური, საგადასახადო, აუდიტის, ბუღალტრული და IT მომსახურების მიმართულებებით.
ჩვენი უპირატესობა რეალურ ბიზნესპროცესებთან ყოველდღიური შეხებაა. სწორედ ამ გამოცდილებაზეა აგებული პრაქტიკუმის მეთოდოლოგია, AACC-ისა და პარტნიორი ორგანიზაციების პრაქტიკული მაგალითებით.
პრაქტიკუმის მენტორი
მირანდა გაბუნია
HR და ორგანიზაციული განვითარების პროფესიონალი 12+ წლიანი გამოცდილებით, მათ შორის 7 წელი მენეჯერულ პოზიციებზე სახელმწიფო, საერთაშორისო და კერძო ორგანიზაციებში.
HR პროფესიონალთა ასოციაციის წევრი, TCJ სერტიფიცირებული ტრენერი, HRM-ის, Team Building-ისა და კარიერული განვითარების პრაქტიკოსი.
პრაქტიკუმის დეტალები:
დასაწყისი: 10 ნოემბერი
ხანგრძლივობა: 10 შეხვედრა, თითოეული 2 საათი (ჯამში 20 საათი).
სწავლება მიმდინარეობს სამ ჯგუფში:
ჯგუფი A | პირისპირ
- დღეები: სამშაბათი და ხუთშაბათი
- დრო: 19:00-21:00
- ლოკაცია: AACC-ის სათაო ოფისი, ბიზნესცენტრი "მოზაიკა", აღმაშენებლის გამზირი 61 (მეტრო მარჯანიშვილთან)
- ღირებულება: 695 ლარი
ჯგუფი B | ONLINE
- დღეები: სამშაბათი და ხუთშაბათი
- დრო: 15:00-17:00
- ღირებულება: 595 ლარი
ჯგუფი C | ONLINE
- დღეები: ოთხშაბათი და პარასკევი
- დრო: 15:00-17:00
- ღირებულება: 595 ლარი
დამატებითი პირობები:
- გადახდა შესაძლებელია ორ ნაწილად.
- მონაწილეთა შერჩევა მოხდება Online გასაუბრების საფუძველზე.
რას მიიღებ პრაქტიკუმის დასრულების შემდეგ?
- ორენოვან სერტიფიკატს.
- განახლებულ CV-სა და პროფესიული HR პორტფოლიოს საფუძველს.
- ინდივიდუალურ კარიერულ რეკომენდაციებს.
- სურვილის შემთხვევაში, შედეგებზე დაფუძნებულ სარეკომენდაციო წერილს.
- AACC-ის პლატფორმებზე პროფესიული პროფილის წარმოჩენის შესაძლებლობას.
- წარმატებული მონაწილეებისთვის, AACC-სა და პარტნიორ კომპანიებში დასაქმების შეთავაზების შესაძლებლობას.
HR-ის შესწავლა ერთი კურსით არ სრულდება, მაგრამ სწორი პირველი ნაბიჯი სწორედ აქ შეიძლება გადადგა!
დარეგისტრირდი AACC-ის HRM პრაქტიკუმზე და აღმოაჩინე შენი შესაძლებლობები ადამიანური რესურსების მართვის სფეროში.
რეგისტრაციის ბმული: განაცხადის შევსება
კონტაქტი:
WhatsApp: 577 34 85 05
ოფისი: 0322 50 20 21
გაიგე მეტი AACC-ის შესახებ
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
