კომპანია
ადმინისტრაციაHR მენეჯერის ასისტენტი
გამოქვეყნდა 14 სექბოლო ვადა: 14 ოქტ · იწურება
სრული აღწერა
ჩვენ ვეძებთ HR მენეჯერის ასისტენტს, რომელიც დაეხმარება HR მენეჯერს და გადაიბარებს ყოველდღიურ საოპერაციო პროცესებს. თქვენს დროს ძირითადად ორ მიმართულებაზე გადაანაწილებთ: ერთის მხრივ ადმინისტრირებაზე, ხოლო მეორეს მხრივ ახალი თანამშრომლების მოძიებაზე, გასაუბრებებსა და ონბორდინგზე (Onboarding).
რას გააკეთებთ:
- თანამშრომელთა ჩანაწერების ზუსტად და ორგანიზებულად განახლება;
- თანამშრომელთა მიღების, ცვლილებებისა და წასვლის საბუთების სწორად და დროულად გაფორმება;
- ბენეფიტებისა და შეღავათების კოორდინირება;
- ღია პოზიციების განთავსება შესაბამის არხებში;
- კანდიდატების შემოწმება და სკრინინგი დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
- გასაუბრებების ორგანიზება და დაქირავების პროცესის მხარდაჭერა.
მოთხოვნები:
- ქართული ენის სრულყოფილად ფლობა;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1+ წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
თვისებები, რომლებიც მნიშვნელოვანია ამ როლისთვის:
- ორგანიზებულობა: ჩანაწერები, საბუთები და ვადები კონტროლდება ისე, რომ არაფერი გამორჩეს;
- ოპერატიულობა: პასუხობთ სწრაფად ან გულწრფელად ამბობთ, როდის გექნებათ პასუხი;
- ცნობისმოყვარეობა: გაინტერესებთ HR საქმიანობა და გსურთ დროთა განმავლობაში ამ სფეროში გაიზარდოთ.
ანაზღაურება: 1800 (ნეტი/ხელზე ასაღები)
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV მეილზე: teamronnys@gmail.com და სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
