HR მენეჯერი
- მისამართი
- ქ. თბილისი, დიდუბე, ერისთავის ქ. 1
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ, 09:00-დან 18:00 საათამდე
სრული აღწერა
სადისტრიბუციო კომპანია "ჯეო-ბი" ქართულ ბაზარზე ოპერირებს 2010 წლიდან და წარმოადგენს წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ბრენდების, კვების პროდუქტების იმპორტს და დისტრიბუციას.
კომპანია "ჯეო-ბი" აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე.
მოვალეობები:
- შერჩევის სრული პროცესის დაგეგმა/მართვა/განხორციელება;
- თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება;
- მივლინებების, შვებულებების, დანიშნვა- გათავისუფლების საკადრო ბრძანებების მომზადება;
- თანამშრომლთა მონაცემთა ბაზის წარმოება, ხელშეკრულებების გაფორმება, შვებულებები, შესაბამის ბრძანებებთან და დოკუმენტაციასთან მუშაობა.
- თანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობების გაწერა, კონტროლი და გარემოსთან ადაპტირების მონიტორინგი;
- თანამშრომელთა მოტივაციაზე ზრუნვა;
- თანამშრომელთა დასწრების, გადაცდენები, გრაფიკების და სახელფასო სისტემის მონიტორინგი;
- სადაზღვევო, სატელეკომუნიკაციო და მონიტორინგის სამსახურებთან ურთიერთობა.
- უშუალო ხელმძღვანელის სხვა მითითებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;
აუცილებელი მოთხოვნები და უნარები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 1 წლისა;
- საოფისე პროგრამების, მათ შორის Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- ძლიერი ლიდერული და კომუნიკაციის უნარები;
- ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დიდუბე, ერისთავის ქ. 1
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-დან 18:00 საათამდე.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@thc.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
"ჯეო-ბი" მადლობას მოგახსენებთ ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
კვების პროდუქტების იმპორტიორი კომპანია "ჯეო-ბი" კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. წინამდებარე ვაკანსიაზე რეზიუმეს (CV) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, "ჯეო-ბი" მ შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია, თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
