HR დირექტორი
- მისამართი
- ქ. თბილისი, კოსტავას 12 (სტამბა)
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ (10:00-დან 18:00-მდე)
სრული აღწერა
სს "კავკასიის ტურისტული ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას HR დირექტორის პოზიციაზე.
კომპანია 2010 წლიდან წარმოადგენს ტურისტულ ჰოლდინგს და მუშაობს როგორც გამყვან, ასევე შემომყვან ტურიზმზე. მასში გაერთიანებულია, თავის სფეროში, ბაზარზე ლიდერი კომპანიები: GASA- რომელიც გამყვანი ტურიზმითაა დაკავებული, ეწევა ავიაბილეთებისა და ტურისტული პაკეტების რეალიზაციას და ოფიციალური სავაჭრო აგენტია საქართველოში ისეთი ავიახაზების როგორიცაა: Pegasus Airlines, Air Arabia, GDM- კი დაკავებულია შემომყვანი ტურიზმით. პარტნიორები ჰყავს "გალფი"-ს და "დსთ"-ს ქვეყნებში და ასევე, საქართველოს სტუმრებს სთავაზობს ქვეყნის შიდა ტურებს.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი (10:00-დან 18:00-მდე)
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კოსტავას 12 (სტამბა)
კომპანიის HR დეპარტამენტი, რომელიც 3 თანამშრომლისგან შედგება, ეძებს HR დირექტორს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული მახასიათებლები;
- ადამიანური რესურსების სფეროში მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილებით;
- ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილებით;
- უმაღლესი განათლება;
- შრომის კოდექსის ცოდნა;
- HR სოფტთან მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
- ინგლისური და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- გუნდის მართვის გამოცდილება;
- სტრატეგიული აზროვნება;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- კონფლიქტური სიტუაციების კონსტრუქციულად მოგვარების უნარი;
- დროის მართვის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიის, პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავება, დანერგვა და მართვა კომპანიის ბიზნესმიზნების შესაბამისად;
- HR დეპარტამენტის საქმიანობის ორგანიზება, სამუშაო პროცესების დაგეგმვა, ამოცანების დელეგირება და შესრულების კონტროლი;
- HR პროცესების ეფექტიანი და შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
- თანამშრომელთა შერჩევისა და რეკრუტინგის სრული ციკლის მართვა;
- კომპენსაციებისა და ბენეფიტების პოლიტიკის შემუშავება და მართვა;
- თანამშრომელთა მოტივაციის, ჩართულობისა და შენარჩუნების სისტემების შემუშავება და დანერგვა;
- თანამშრომელთა საქმიანობის შეფასებისა და პროფესიული განვითარების სისტემების დანერგვა და მართვა;
- თანამშრომელთა Onboarding/Offboarding პროცესების ორგანიზება და ეფექტიანი განხორციელების უზრუნველყოფა;
- შრომითი კანონმდებლობის, შიდა პოლიტიკებისა და რეგულაციების დაცვის უზრუნველყოფა;
- ორგანიზაციული სტრუქტურისა და ადამიანური რესურსების საჭიროებების დაგეგმვა;
- HR პროცესების ეფექტიანობის შეფასება, შესაბამისი მაჩვენებლების ანალიზი და გაუმჯობესების ინიციატივების შემუშავება;
- HR გუნდის მართვა, თანამშრომელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და დეპარტამენტის შედეგებზე პასუხისმგებლობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: HR@CTH.GE
აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება!
გისურვებთ წარმატებას.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
