ჰოსთი
სრული აღწერა
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 30 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ.
ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.
თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.
ამჯერად, თეგეტა ჰოლდინგის შვილობილ კომპანიაში, "ტოიოტა ცენტრი თეგეტა" - ში ჰოსთის პოზიცია გვაქვს ვაკანტური.
თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:
- შოურუმსა და სერვისში შემოსული მომხმარებლების დახვედრა, მათი საჭიროებების განსაზღვრა და შესაბამის პერსონალთან გადამისამართება;
- მომხმარებელთან კომუნიკაციისას ტოიოტას მომსახურების სტანდარტის დაცვა და მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა;
- მომხმარებლებისთვის ავტომობილების შესახებ ზოგადი ინფორმაციის, კომპანიის სიახლეებისა და მიმდინარე აქციების გაცნობა, ასევე ჩაისა და ყავის შეთავაზება;
- წინასწარი ჩაწერის სისტემისა და „ტოიოტა კომფორტის“ პროექტის ცნობადობის ამაღლების ხელშეწყობა;
- აქსესუარების რეალიზაციის სტიმულირება;
- მომხმარებელთა უკმაყოფილების იდენტიფიცირება, შესაბამისი ინფორმაციის მიღება-აღრიცხვა და პრობლემის დროულად მოგვარებისთვის საჭირო ზომების მიღება;
- შოურუმისა და სერვისის ლაუნჯის მოწესრიგებულობის, სისუფთავისა და ვიზუალური სტანდარტების დაცვა;
- ავტომობილებთან განთავსებული საინფორმაციო მასალების განახლება და სიზუსტის კონტროლი, ასევე სერვისის ლაუნჯის საჭირო მასალებით უზრუნველყოფა;
- შოურუმში არსებული ციფრული აღჭურვილობის გამართულობის კონტროლი და ტესტ-დრაივის ავტომობილების მოწესრიგებულობაზე ზრუნვა;
- გაყიდვების აუდიტისა და მომსახურების ხარისხის მონიტორინგისთვის საჭირო სტანდარტების კონტროლი;
- მომხმარებლების პერსონალურ მრჩევლებთან დროული გადამისამართებისა და ტესტ-დრაივების გრაფიკის კონტროლი;
- FFT პროექტის მხარდაჭერა, საჭირო დოკუმენტაციისა და რეპორტების წარმოება და FFT მენეჯერის ასისტენტირება.
თუ სხვებისგან გამოგარჩევს:
- კომუნიკაბელურობა და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების უნარი;
- თავაზიანობა, კეთილგანწყობა და პოზიტიური განწყობა;
- ეფექტური ვერბალური კომუნიკაციისა და აქტიური მოსმენის უნარი;
- ორგანიზებულობა და რამდენიმე პროცესის პარალელურად მართვის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პრობლემური სიტუაციების მართვისა და სწრაფი რეაგირების უნარი;
- გუნდური მუშაობისა და თანამშრომლობის უნარი.
თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:
- უმაღლესი განათლება ჩაითვლება უპირატესობად;
- მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- გამართული მეტყველება და კომუნიკაციის მაღალი კულტურა;
- ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.
ტოიოტაში დაგხვდება:
- პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
- სამედიცინო დაზღვევა;
- სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზებები და ფასდაკლებები;
- მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.
თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
ტოიოტა ცენტრი თეგეტა აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ჰოსთი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

