ჰორეკა პრისელერი/მენეჯერი
გამოქვეყნდა 29 ოქტბოლო ვადა: 29 ნოე
- მისამართი
- ქ. ქუთაისი
- სამუშაო გრაფიკი
- 09:30-18:30 · სრული (ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით)
სრული აღწერა
"დაკო ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას ჰორეკა პრისელერის/მენეჯერის თანამდებობაზე.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო საათები: 09:30-18:30;
- სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით);
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1500 + ბონუსი შესრულებიდან (პენეტრაცია - (შეღწევადობა ბრუნვა (გრამაჟი, თანხობრივი), ასორტიმენტი (პრინციპი ვარსკვლავი), სამოტივაციო კვარტალური, წლის ბოლოს შესრულებული გეგმა) (სავალდებულოა სტაჟირების პერიოდი 1-2 კვირამდე, სტაჟირება ანაზღაურებადია);
- მდებარეობა: ქ. ქუთაისი.
ძირითადი მოვალეობები:
- ჰორეკა (სასტუმროები, რესტორნები, კაფე-ბარები, სხვა კვების ობიექტები) ობიექტებში მოლაპარაკებების წარმართვა;
- არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება და გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება/შენარჩუნება;
- ახალი კლიენტების მოძიება;
- დებიტორების სიის ანალიზი და კონტროლი, შემცირების უზრუნველყოფა;
- კვების ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების მონიტორინგი;
- პრობლემური საკითხების დროული გადაწყვეტა (მიწოდება, ვადები, ხარისხი და სხვა);
- გაყიდვების შედეგების, ქსელის საჭიროებებისა და ბაზრის ტენდენციების ანალიზი;
- სავაჭრო ობიექტებისაგან შეკვეთების აღება და მათი ასახვა შესაბამის სისტემაში;
- კლიენტებთან ვიზიტების განხორციელება სხვადასხვა მიზნით, როგორიცაა მარაგების, ვადების, ფასდებულებისა და პლანოგრამის კონტროლი;
- კლიენტებისთვის საქონლის მიწოდების პროცესის მონიტორინგი, სასაქონლო წყვეტის პრევენციის ან/და აღმოფხვრის მიზნით;
- კომპანიის პროდუქციის ცნობადობის და პოპულარიზაციის მიზნით ღონისძიებების ჩატარება;
- ვალების კონტროლი და შემცირების უზრუნველყოფა;
- გაყიდვიდან მიღებული თანხის ჩაბარება და კომპანიის ანგარიშზე შეტანა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
- გაყიდვების პროცესების ცოდნა;
- ორგანიზებულობა;
- კომუნიკაბელურობა;
- მსუბუქი ავტომობილის მართვის მოწმობა და მანქანის ფლობა;
- შეზღუდულ ვადებში დაკისრებული ვალდებულებების შესრულება.
დამატებითი სარგებელი:
- ჯანმრთელობის დაზღვევა (მე-6 თვიდან);
- საწვავით უზრუნველყოფა (მარშრუტის შესაბამისად);
- მივლინება და მისი ხარჯების უზრუნველყოფა;
- ულიმიტო სასაუბრო ბალანსი;
- გამაჯანსაღებელი სპორტული ღონისძიებებით უზრუნველყოფა;
- ტრენინგების დაფინანსება.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ რეზიუმე ელ. მისამართზე: info@dakotrade.ge.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
