გურჯაანის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი (სისხლის სამართლის მიმართულება, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული)
- ანაზღაურება
- 3 000 ₾
- ქალაქი
- გურჯაანი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
- მთავარი მოთხოვნა
- სამართლის მიმართულებით მუშაობის ორწლიანი გამოცდილება
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
გურჯაანის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი (სისხლის სამართლის მიმართულება, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული)
კონკურსის ტიპი:
სხვა
ორგანიზაცია:
სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახური
ორგანიზაციის შესახებ:
სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახური არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და უზრუნველყოფს იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობას საქართველოს კონსტიტუციის, ,,იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და სამსახურის დებულების საფუძველზე. სამსახური ანგარიშვალდებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახურის შესახებ ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.legalaid.ge.
კატეგორია:
იურიდიული
განცხადების ბოლო ვადა:
26.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
3000 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
გურჯაანი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
3 თვე
ფუნქციები:
- იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირისათვის კვალიფიციური იურიდიული რჩევისა და კონსულტაციის მიცემა მისი სამართლებრივი საკითხების, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შესახებ;
- იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირის წარმომადგენლობა და დაცვა საქართველოს საერთო სასამართლოებში სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართლის საქმეებზე, აგრეთვე დაკავების, გამოძიების ორგანოებში და სხვა შესაბამის ორგანოებსა და პირებთან;
- იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მიზნით კანონმდებლობით დადგენილი წესით საჭირო დოკუმენტების, ცნობების, მტკიცებულებებისა და სხვა ფაქტობრივი მონაცემების მოპოვება;
- იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირის ინტერესების დასაცავად კანონით დაშვებული ყველა შესაბამისი სამართლებრივი საშუალების გამოყენება;
- საპროცესო დოკუმენტების, განცხადებების, საჩივრების, სარჩელების, შესაგებლების, შუამდგომლობებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება და კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენა შესაბამის ორგანოში;
- სასამართლო სხდომებში, საგამოძიებო მოქმედებებში, ადმინისტრაციულ წარმოებებსა და სხვა საპროცესო ღონისძიებებში მონაწილეობა და იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირის ინტერესების სათანადოდ წარმოდგენა;
- დაკავებულ, დაპატიმრებულ ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის ადგილებში მოთავსებულ პირთან კანონმდებლობით დადგენილი წესით პირისპირ შეხვედრა და მასთან მიმოწერის განხორციელება;
- იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირისათვის საქმის მიმდინარეობის, შესაძლო სამართლებრივი შედეგებისა და მის საქმესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გარემოებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, მისთვის უფლებების განმარტება, საქმის მასალების გაცნობა და გადაცემა, კომუნიკაციის კითხვარის შევსება, ხელმოწერის უზრუნველყოფა დადგენილი წესით და საქმის მასალებში განთავსება;
- იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირთან საქმის სტრატეგიის, საქმეზე განსახორციელებელი ქმედებების შეთანხმება, მათი განხორციელების საშუალებების, შესრულების/შეუსრულებლობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
- კანონმდებლობითა და სამსახურის შიდა აქტებით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, სამართლებრივი დოკუმენტების, კერძოდ: სარჩელი, განცხადება, საჩივარი, სააპელაციო/საკასაციო საჩივარი, შუამდგომლობა, შესავალი და დასკვნით სიტყვა და ა.შ. შედგენა და წარდგენა სათანადო წესითა და ვადაში პროცესის მწარმოებელ ორგანოში/სასამართლოში/ადმინისტრაციულ თუ სხვა ორგანოში;
- სასამართლოში, პროცესის მწარმოებელ/საგამოძიებო ორგანოში, ადმინისტრაციულ და წარმომადგენლობის განხორციელებასთან დაკავშირებით სხვა ორგანოში, საპროცესო/საგამოძიებო მოქმედებებში, სასამართლო პროცესებსა თუ სხვა მოქმედებებში მონაწილეობისათვის დროულად გამოცხადება და მათში სათანადო მონაწილეობის განხორციელება;
- საქმის დამოუკიდებელი გამოძიების (ჩაატაროს საგამოძიებო მოქმედებები/მიმართოს შესაბამის ორგანოებს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესახებ, გამოკითხოს მოწმეები, მოიპოვოს მტკიცებულებები და ა.შ.) დადგენილი წესით განხორციელება;
- საქმის მასალების წარმოება, შენახვა და დაარქივება დადგენილი წესის შესაბამისად;
- იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირთან შეთანხმებით ან/და შიდა აქტებით დადგენილი წესით გადაწყვეტილება, განჩინება, დადგენილება, ბრძანება, განაჩენი და სასამართლოს თუ სხვა ორგანოთა აქტების გასაჩივრება;
- იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირის უფლებების დაცვის ან/და მისი ინტერესების სასარგებლო შედეგის დადგომისათვის კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებების განხორციელება;
- იურიდიული საქმისწარმოების მართვის საინფორმაციო სისტემაში (case-bank) ინფორმაციის დროულად, სწორად და სრულყოფილად შეტანა, მათ შორის აქტივობების განხორციელების/დასრულების დაფიქსირება (check-in/out);
- ელექტრონული დოკუმენტბრუნვისა და ელექტრონული ხელმოწერის სისტემაში (Eflow) დოკუმენტბრუნვის წესების დაცვა და მატერიალური თუ ელექტრონული კორესპონდენციის გაცნობა შინაგანაწესით დადგენილი წესით და ვადაში;
- საქმიდან ჩამოცილების ან სხვა შემთხვევაში, თუ არსებობს სხვა ადვოკატის ჩართვის საჭიროება, ბიუროს მენეჯერისთვის დადგენილი წესით ნაწარმოები საქმის მასალების დაუყოვნებლივ გადაცემა და სრულყოფილი მონაცემების დაუყოვნებლივ შეტანა იურიდიული საქმისწარმოების მართვის საინფორმაციო სისტემაში (case-bank);
- შვებულების/მივლინების, სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, ბიუროს მენეჯერისთვის საქმეების შესახებ ანგარიშისა და მატერიალური საქმეების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის წარდგენა და საქმეების გადაცემა;
- იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირის საკონტაქტოდ დასახელებულ პირისთვის საქმესთან ან/და მის მიმდინარეობასთან ან/და იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირთან დაკავშირებული შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;
- ასოციაციის წევრობის შეწყვეტის/შეჩერების შემთხვევაში, აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ ინფორმაციის მიწოდება ადმინისტრაციული დეპარტამენტისთვის;
- ინტერესთა შეუთავსებლობის/კონფლიქტის ან მისი წარმოქმნის საფრთხის არსებობისას ბიუროს მენეჯერთან საქმიდან ჩამოცილების შესახებ დასაბუთებული განცხადების დაუყოვნებლივ წარდგენა და საქმიდან ჩამოცილება მხოლოდ თანხმობის მიღებისას (გარდა სასამართლოს მიერ ადვოკატის აცილების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებისა);
- ხარისხის შეფასების ფარგლებში მიღებული მითითებების შესრულება, მათ შორის საქმის მასალების გადაცემა, ბიუროში დროულად და დადგენილ დროს გამოცხადება და სხვა საჭირო მოქმედებების განხორციელება;
- კომისიის/შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის/პირის/წევრების მითითებების შესრულება ბიუროს საქმიანობის შემოწმების შემთხვევაში;
- ინფორმაციის/დოკუმენტაციის დროული მიწოდება ბიუროს მენეჯერისთვის, იურიდიული დახმარების სამსახურის სასარგებლოდ, იურიდიული დახმარების ხარჯების მოთხოვნის, ასევე ხარჯების დაკისრებისას შესაბამისი სასამართლოს აქტის კანონიერ ძალაში შესვლის შესახებ;
- სამსახურის მიერ დადგენილ სავალდებულო გადამზადების პროგრამებში (ტრენინგებში) მონაწილეობის მიღება;
- სამსახურის მიერ დაგეგმილ გასვლით საინფორმაციო/საკონსულტაციო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება, საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი პრეზენტაციების მომზადება;
- იურიდიული კლინიკის ფარგლებში სტუდენტების ან სტაჟიორების ხელმძღვანელობა და მათი შეფასება სამსახურის მიერ დადგენილი წესით;
- ბიუროს მენეჯერთან თანამშრომლობა ბიუროს საქმიანობის ორგანიზაციულ და ადმინისტრაციულ საკითხებზე, იმ ფარგლებში, რომლებიც არ ზღუდავს ადვოკატის პროფესიულ დამოუკიდებლობას;
- ბიუროს მენეჯერისა და სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის საქმის ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება კანონითა და სამსახურის შიდა აქტებით განსაზღვრულ ფარგლებში;
- საჭიროების შემთხვევაში, ბიუროს საქმიანობასთან დაკავშირებულ სამუშაო შეხვედრებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა ბიუროს მენეჯერთან შეთანხმებით, იმ პირობით, რომ აღნიშნული არ გულისხმობს კონკრეტულ საქმეზე ადვოკატის პროფესიულ გადაწყვეტილებაში ჩარევას;
- საჭიროების შემთხვევაში, პროფესიული გამოცდილებისა და პრაქტიკის გაზიარება სამსახურის სხვა ადვოკატებთან და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა;
- სამსახურისა და ბიუროს მიერ ორგანიზებულ იურიდიული ცნობიერების ამაღლებისა და საზოგადოებრივი ინფორმირების ღონისძიებებში კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა;
- ბიუროს მენეჯერის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის დირექტორის ბრძანების საფუძველზე, მისი მოვალეობების შესრულება;
- პერსონალურ მონაცემთა დაცვის მოთხოვნების დაცვა კომპეტენციის ფარგლებში და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთან თანამშრომლობა;
- კანონმდებლობით, სამსახურის დებულებით, დირექტორის ბრძანებებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება და დირექტორის/კურატორი მოადგილის ცალკეული დავალებების შესრულება.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
2 წელი
პროფესია:
სამართალმცოდნე
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონი;
- ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსი;
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
- საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი;
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი;
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- საქართველოს ბავშვის უფლებათა კოდექსი;
- არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი;
- „საქართველოს შრომის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონი;
- „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი;
- „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი;
- ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის 1950 წლის ევროპული კონვენცია;
- სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ 1966 წლის საერთაშორისო პაქტი;
- გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ;
- გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენცია;
- ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია (სტამბულის კონვენცია);
- ევროპის სოციალური ქარტია;
- სამსახურის დებულება;
- თანამდებობის ფუნქციებთან დაკავშირებული სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტები.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
დავით აღმაშენებლის გამზ №140ა, თბილისი 0102, საქართველო
საკონტაქტო ტელეფონები:
+995 (32) 293 20 90
დამატებითი მოთხოვნები:
- აუცილებელია სამართლის მიმართულებით მუშაობის ორწლიანი გამოცდილება;
- სავალდებულოა, კანდიდატი გაწევრიანებული იყოს ადვოკატთა ასოციაციაში "ადვოკატთა შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად. აღნიშნულის დასადასტურებლად განაცხადის შევსების დროს კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს საადვოკატო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი მოწმობა (სისხლის სამართლის ან/და საერთო სამართლის სპეციალიზაციით);
- კომპეტენცია და უნარები:
- სამართლებრივი საკითხების დამოუკიდებლად შესწავლისა და ანალიზის უნარი;
- სამართლებრივი აქტების, სასამართლო პრაქტიკისა და სხვა სამართლებრივი წყაროების მოძიების, დამუშავებისა და გამოყენების უნარი;
- იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირის ინტერესების დაცვის სტრატეგიის განსაზღვრისა და სამართლებრივი პოზიციის ჩამოყალიბების უნარი;
- იურიდიული და საპროცესო დოკუმენტების დამოუკიდებლად მომზადების უნარი;
- სასამართლოში და სხვა ორგანოებში წარმომადგენლობისა და დაცვის უნარი;
- მტკიცებულებების შეფასებისა და სამართლებრივი არგუმენტაციის ჩამოყალიბების უნარი;
- პროფესიული დამოუკიდებლობისა და ობიექტურობის შენარჩუნების უნარი;
- პროფესიული ეთიკისა და კონფიდენციალურობის დაცვის მაღალი კულტურა;
- იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირთან ეფექტიანი კომუნიკაციისა და რთული სამართლებრივი საკითხების გასაგებად ახსნის უნარი;
- კონფლიქტურ და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- დროის ეფექტიანი მართვისა და რამდენიმე საქმის პარალელურად წარმოების უნარი;
- საპროცესო ვადების მკაცრად დაცვის უნარი;
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
- წერითი და ზეპირი კომუნიკაციის მაღალი უნარი;
- გუნდური მუშაობისა და კოლეგებთან პროფესიული თანამშრომლობის უნარი;
- საკუთარი საქმიანობის შედეგებზე პასუხისმგებლობის აღების უნარი;
- ცვლილებებთან და ახალ სამართლებრივ რეგულაციებთან სწრაფად ადაპტაციის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
- დასაქმებული პირი ვაკანტურ თანამდებობაზე მიიღება შრომითი ხელშეკრულებით, სამთვიანი გამოსაცდელი ვადით.
- აუცილებელია, კანდიდატმა განაცხადის შევსების დროს, „ჩემი რეზიუმე"-ს შესაბამის გრაფაში ატვირთოს:
2.1. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი/ები; განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე. უცხოენოვანი დიპლომის არსებობის შემთხვევაში, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემული აღიარების დოკუმენტი ქართულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული;
2.2. სამართლის მიმართულებით მუშაობის ორწლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი - სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი, უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა ან არსებობის შემთხვევაში - შრომის წიგნაკი ბეჭდით დამოწმებული ჩანაწერით (სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი გაცემული უნდა იყოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ და უნდა შეიცავდეს მონაცემებს პირის მიერ დაკავებული თანამდებობისა და მუშაობის ხანგრძლივობის შესახებ; აღნიშნულ დოკუმენტში მოცემული ინფორმაცია უნდა შეესაბამებოდეს შესაბამისი ვაკანტური თანამდებობისთვის დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნებით განსაზღვრულ სამუშაო მიმართულებასა და მოთხოვნილი სამუშაო გამოცდილების ხანგრძლივობას);
2.3. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ გაცემული საადვოკატო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი მოწმობა(სისხლის სამართლის ან/და საერთო სპეციალიზაცია);
- კანდიდატმა უნდა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა (სამოტივაციო წერილში მითითებული უნდა იყოს თანამდებობით დაინტერესების მიზეზი);
- კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება დადგენილ საკონკურსო მოთხოვნებს, აგრეთვე მის მიერ, სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტები ან/და ინფორმაცია არასრულყოფილად იქნება წარმოდგენილი, ვერ გადავა კონკურსის შემდეგ ეტაპზე;
- კონკურსის თითოეული ეტაპის დასრულებისა და გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება მათ მიერ განაცხადში (აპლიკაციაში) მითითებული ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
- კანდიდატი შეფასდება ზეპირი დავალებით და გასაუბრებით. ზეპირი დავალება გულისხმობს საკონკურსო თემატიკის ცოდნის შემოწმებას;
- განაცხადის გამოგზავნით კანდიდატი:
7.1. ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება კონკურსის შესახებ შეტყობინებაში მოცემულ მოთხოვნებს, ფუნქციებსა და პირობებს;
7.2. ინფორმირებულია, რომ მის მიერ წარმოდგენილ განაცხადსა და სავალდებულო დოკუმენტაციაში მითითებული პერსონალური მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ორგანიზაციის მიერ დამუშავდება საკონკურსო მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. მისთვის ასევე ცნობილია, რომ კონკურსის ეტაპების წარმატებით გავლის შემთხვევაში, დამსაქმებლის მიერ განხორციელდება კანონით გათვალისწინებული სხვა ინფორმაციის/დოკუმენტაციის მოთხოვნაც, კანდიდატის შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნისთვის დადგენილი ძირითადი მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნებისთვის;
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისიის მიერ გადაწყვეტილება მიიღება ქულათა სისტემით, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
